ახალი ამბები

მოსახლეობის მხოლოდ 9% არის ძალიან კმაყოფილი საქართველოს ჯანდაცვის სისტემით – CRRC

3 აპრილი, 2019 • 2019
მოსახლეობის მხოლოდ 9% არის ძალიან კმაყოფილი საქართველოს ჯანდაცვის სისტემით – CRRC

საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 9% არის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემით ძალიან კმაყოფილი, ხოლო მოსახლეობის 40.6% უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო. ამის შესახებ საუბარია საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევაში, რომელიც დღეს, 3 აპრილს გამოქვეყნდა.

კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) საქართველოში ჩაატარა ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA-ს ერთობლივი პროექტი ფარგლებში.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 72% საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს, ხოლო 11%-ს კერძო დაზღვევა აქვს. რაც შეეხება რეგიონულ განაწილებას, კერძო დაზღვევით სარგებლობს თბილისის მოსახლეობის 18.7%, ხოლო რეგიონებში ეს მაჩვენებელი არის 7.2%.

ამავე კვლევით, საქართველოს მოსახლეობის 48% კონსულტაციის მიღების მიზნით ოჯახის ექიმს მიმართავს, 26.3% – ვიწრო სპეციალიზაციის ექიმს, ხოლო 18.3% – აფთიაქს.

კითხვაზე – საშუალოდ თვეში რამდენს ხარჯავს თქვენი ოჯახი მედიკამენტებზე – პასუხები ასე გამოიყურება: 

წყარო: CRRC

კვლევის ფარგლებში 1 786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1 187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი