თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში მიმდნარე მშენებლობის დროს კედელი ჩამოინგრა და ოთხი მუშა დაშავდა. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
უწყების თქმით, მუშების სისცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 ე მუხლს 1 ნაწილით დაიწყო [უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება].
ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.