ახალი ამბები

პირველადი დათვალიერებით შრომის უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო – ბექა ფერაძე

1 აპრილი, 2019 • 1645
პირველადი დათვალიერებით შრომის უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო – ბექა ფერაძე

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ პირველადი დათვალიერებით, სამშენებლო ობიექტზე, სადაც წუხელ ორი მუშა დაიღუპა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ფიქსირდება.

როგორც ფერაძე აცხადებს, ამჟამად ობიექტზე მშენებლობა შეჩერებულია.

“დეტალებზე [საუბარი შესაძლებელი იქნება], როცა სრულფასოვნად დასრულდება მოკვლევა”, – აცხადებს ფერაძე.

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარემშენებლობაზე მიწის ჩამოშლის შედეგად ქვეშ მოყოლილი მეორე მუშის ცხედარი თითქმის 8-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

პირველი ცხედარი — 26 წლის ჭიათურელი დავით აბესაძე — მაშველებმა დაახლოებით 20:00 საათისთვის ამოიყვანეს. მეორის, 40 წლის ედვარდ ვარიშოვის ძებნა დაახლოებით 8 საათს გაგრძელდა.


როგორც მერიის მუნიციპალური ინსეპქციის უფროსმა, გიორგი ბაგრატიონმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიწა შენობის საძირვკლის გამაგრებითი სამუშაოებისას ჩამოიშალა და მუშები ქვეშ მოიყოლა. ჭავჭავაძის #5-ში საავადმყოფოს აშენებს კომპანია ტრანსმშენი. ბაგრატიონის თანახმადვე, მერიამ სამუშაოები შეაჩერა;

შსს-ს თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი