ახალი ამბები

კასპში წყალსაცავის მშენებლობა იგეგმება

29 მარტი, 2019 • 1094
კასპში წყალსაცავის მშენებლობა იგეგმება

კასპში, მდინარე თეძამზე წყალსაცავის მშენებლობა იგეგმება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წყალსაცავით კასპის მუნიციპალიტეტის 22 სოფელი და 9 700 მოქალაქე ისარგებლებს. პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, ახალი წყალსაცავით შესაძლებელი გახდება 7 000 ჰექტარი მიწის მორწყვა, რომელიც დღეს ფაქტობრივად გამოუყენებელია.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ წყალსაცავის მშენებლობა მიმდინარე წელს  დაიწყება და  47 თვეში დასრულდება. მათივე ცნობით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 71 მლნ ლარია.

ნეტგაზეთს სოფლის მეურნეობის სამინისტროში უთხრეს, რომ 2019 წლის ბიუჯეტში ამ პროექტისთვის თანხა გამოყოფილი არ არის და მთავრობას წყალსაცავის მშენებლობისთვის გრანტის მოძიება სურს. ამ ეტაპზე დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკეკები მიმდინარეობს, შესაბამისად, ჯერ უცნობია, მთლიანი ღირებულების რა ნაწილის დააფინანსება მოუწევს სახელმწიფოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი