ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადაცემა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, N 7 დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს პატმრებისთვის სათანადო პირობებს:
“მე-7 დაწესებულება უნდა გაუქმდეს, რადგანაც იქ არსებული პირობები და მდგომარეობა არც ეროვნულ და არც საერთაშორისო მოთხოვნის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. არაერთი რეკომენდაცია ჰქონდა დაყენებული სახალხო დამცველს. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მოხდება ამ რეკომენდაციის გათვალისწინება და ის პირობები, რომელიც არის რეალურად ამ დაწესებულებაში, იქნება აღმოფხვრილი. რა თქმა უნდა, შესაძლოა იქ იყვნენ მაღალი რისკის მატარებელი პატიმრები, მაგრამ პირობები აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისი. მე-7 დაწესებულებაში დღეს არსებული პირობები ნამდვილად არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც არსებობს ქვეყანაში”.









