2011 წელს მაცნობეს, რომ ჩემი პირადი ცხოვრების კადრები იყო გადაღებული – გრიგოლია

ინგა გრიგოლიას თქმით, 2011 წელს ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი პირადი ცხოვრების კადრები ფარულად იყო გადაღებული. ეს ჟურნალისტმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“2011 წელს მე მაცნობეს, რომ  ჩემი პირადი ცხოვრების კადრები ფარულად იყო გადაღებული. მაგრამ დღეს ვინ აშანტაჟებს  ადამიანებს?!”

2016 წლის 14 მარტს Youtube.com-ზე გამოქვეყნდა  ვიდეომასალა, რომლის ამტვირთავებიც კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს თავიანთ საქმიანობაზე უარის თქმისაკენ მოუწოდებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ.

ორივე ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლკის კოდექსის 157-ე მუხლით დაიწყო. საქართველომ გამოძიებაში დახმარებისთვის FBI-საც მიმართა. 14 მარტს გავრცელებულ ვიდეოს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია იმ დღესვე საკუთარ გადაცემაში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შანტაჟის არ ეშინია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.