ახალი ამბები

გამოფენა ექსპო ჯორჯიაში

23 სექტემბერი, 2014 •
გამოფენა ექსპო ჯორჯიაში

 მათ შორის, საკომუნიკაციო მაგისტრალების დეფექტოსკოპები და მილების სკანირების რობოტები, ლაბორატორიული კვლევისათვის საჭირო დანადგარები, კანალიზაციის საწმენდი სისტემები, წყლისა და გაზის მაგისტრალური მილსადენების მშენებლობისთვის საჭირო ყველა  პროდუქცია და მათი საინსტალაციო აპარატები.

 

კომპანიის საქმიანობა ახალი გამოწვევაა ქართულ ბაზარზე, რომლის საქმიანობას წარმოადგენს: ნებისმიერი დიამეტრის  მილების პირპირა და ელექტროშედუღება-რეკონსტრუქცია, წყლის და გაზის  გაჟონვის აღმოჩენა -მომსახურება, გაჭედილი საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების წმენდა-რეკონსტრუქცია, მილების ტელედიაგნოსტიკა, დამარხული ჭებისა და კაბელების მოძებნა სპეც აპარატით, ცენტრალური გათბობის და კონდიცირების სისტემების წმენდა-დიაგნოსტიკა.

 

კომპანია “ჯეოტურანის” პრეზენტაციასთან ერთად გაიმართება ახალი პროექტის -“ევრომასტერის” წარდგინება. “ევრომასტერი” კომპანია “ჯეოტურანის” და საზოგადოებრივი კოლეჯი “სპექტრის” ერთობლივი პროექტია, რომელიც ხელს უწყობს პროფესიული განათლების მიღებას და დასაქმებას. დაინტერესებულ პირებს, ვისაც სურს პროფესია აიმაღლოს სამშენებლო მიმართულებით, სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს კოლეჯში სწავლებას და შემდგომ, სასწავლებლის რეკომენდაციის საფუძველზე ჯეოტურანი უზრუნველყოფს მათ დასაქმებას.

 

პროექტი მიზნად ისახავს ინოვაციური აღჭურვილობის გამოყენებით გაამარტივოს და პროდუქტიული გახადოს სერვისული მომსახურება.   

 

აღნიშნული ტექნოლოგიების და უახლესი ლაბორატორების პრაქტიკაში დამკვიდრება და ექსპლუატაციაში შესვლა  რეალურად იქნება უპრეცედენტოდ დიდი  წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ხარისხიანი მშენებლობის საქმეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი