ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

22 სექტემბერი, 2014 •
მაია ფანჯიკიძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

სამინისტროს გავრცელებული განცხადების თანახმად,  მხარეებმა  ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, ქართული მხარე უკრაინულ მხარესთან ორმხრივი კონსულტაციების რეჟიმში იმყოფება და საქართველო უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრის ყველა ფორმატს იყენებს.

 

“მნიშვნელოვანია კონსულტაციები, რათა უკრაინას გავუზიაროთ გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, კერძოდ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ გამოცდილებაზე. ის პრობლემები, რომელსაც დღეს უკრაინა აწყდება, ჩვენთვის ნაცნობი პრობლემაა და აქედან გამომდინარე გაერთიანებული ძალისხმევა აუცილებელია”-აღნიშნა ზალკალიანმა. 

 

პავლო კლიმკინის თქმით, კარგი იქნება, თუ თბილისში მისი ვიზიტი შედგება:

„საქართველოს ხელისუფლებასთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენ ერთად მივდივართ საერთო მიზნისკენ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სოლიდარობა და თანამშრომლობა მტიკიცეა პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის კუთხით და ასევე იმ მიმართულებით, თუ როგორ განვავითაროთ ეს თანამშრმლობა. ძალიან სასიამოვნოა ქართულ დლეგაცასთან შეხვედრა აქ, გაეროში. კარგი იქნება, თუ ამ საკითხების ირგვლივ თბილისში შედგება ჩემი ვიზიტი, რომ უფრო ფართოდ განვიხილოთ ეს საკითხები”, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

მაია ფანჯიკიძე და პავლო კლიმკინი
მაია ფანჯიკიძე და პავლო კლიმკინი

მასალების გადაბეჭდვის წესი