ახალი ამბები

2020 წლისთვის “ოცნებასთან” ან “ნაცმოძრაობასთან” კოალიცია გამორიცხულია — უსუფაშვილი

27 მარტი, 2019 • 1153
2020 წლისთვის “ოცნებასთან” ან “ნაცმოძრაობასთან” კოალიცია გამორიცხულია — უსუფაშვილი

პარლამენტის ყოფილი სპიკერი, “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი ლიდერი, რომელიც ამჟამად “შენების მოძრაობას” უდგას სათავეში, აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის “გამორიცხულია” მმართველ პარტია “ქართულ ოცნებასთან” ან “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” კოალიციის შექმნა.

“საქართველოში უნდა დასრულდეს “ქართული ოცნების” მმართველობა, მაგრამ არა “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნების ხარჯზე… ჩვენი რაიმე ტიპის კოალიციურობა 2020 წლის არჩევნების კონტექსტში გამორიცხულია “ნაციონალურ მოძრაობასთან”, გამორიცხულია “ქართულ ოცნებასთან”. ჩვენ ვადგავართ ჩვენს გზას”, — განაცხადა დავით უსუფაშვილმა 27 მარტს პალიტრანიუსის ეთერში.

უსუფაშვილის თანახმად, 2020 წლის არჩევნების შემდეგ “შენების მოძრაობა” მზად იქნება “კოალიციური შეთანხმებებისთვის იმ კოალიციურ ძალებთან, რომლებთანაც აღმოაჩნდება უფრო მსგავსი პოლიტიკური პლატფორმა”, თუმცა უშუალოდ არჩევნებში დამოუკიდებლად იყრიან კენჭს.

“მზად პროევროპულ, პროდასავლურ რეფორმებზე , ქვეყნის მოდერნიზაციაზე, სწრაფ განვითარებაზე ორიენტირებულ ძალებთან თანამშრომლობისთვის. დღევანდელი მდგომარეობით მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ერთადერთი ფორმატი, რომელშიც შენების მოძრაობა იმყოფება თანამშრომლობის რეჟიმში ოპოზიციურ სპექტრთან, ესაა პროპორციული არჩევნებისთვის საერთო მოთხოვნა”, — თქვა უსუფაშვილმა.

რამდენიმე კვირის წინ 20-ზე მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო 2020 წლისთვის არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით. ამ მოთხოვნას საქართველოში მოქმედი აქტიური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს. გაიგეთ დეტალები:

ყველა ოცნების წინააღმდეგ — პროპორციული სისტემისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი