სმიტების მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

მალხაზ კობაურს, რომელსაც სმიტების ოჯახის მკვლელობაში ედება ბრალი, სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

ნაფიცმა მსაჯულებმა კობაური ხადის ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დამნაშავედ ცნეს, სასჯელის ზომას კი უკვე მოსამართლე განსაზღვრავს.

მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კობაურის დაცვის მხარე გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com