გარდაიცვალა ახალგაზრდა მუსიკოსი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი, რომელიც ბოლო სამი წელია სიმსივნეს ებრძოდა. ინფორმაცია ნეტგაზეთს მისმა ახლო მეგობარმა დაუდასტურა.
თამარ ბაბილუა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის, “ნიუტონის” სოლისტი იყო. მას ერთი შვილი დარჩა.
სიმსივნე ბაბის 2015 წელს აღმოაჩნდა, თუმცა პირველი ოპერაციის შემდეგ კვლავ განაგრძო მუსიკალური კარიერა და საქართველოს რეკორდიც დაამყარა, როცა 25 საათი განმავლობაში შეუსვენებლად დაუკრა ფორტეპიანოზე.
2018 წელს ბაბი “ნიუტონთან” ერთად ჩართული იყო პროექტ “მხოლოდ ქართულში”, სადაც კონკურსანტებს მუსიკალურ აკომპანიმენტს უწევდა. მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, თამარ ბაბილუა, ჯგუფის წევრებთან ერთად, რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა სცენაზე.