ახალი ამბები

რულოვსი: ვაპირებ ზუგდიდში ცხოვრებას, მაგრამ ალბათ სახლს ვერ ვიყიდი, ივანიშვილი წაგვართმევს

22 მარტი, 2019 • 1856
რულოვსი: ვაპირებ ზუგდიდში ცხოვრებას, მაგრამ ალბათ სახლს ვერ ვიყიდი, ივანიშვილი წაგვართმევს

სანდრა რულოვსი, რომელიც “გაერთიანებული ოპოზიციის” მერობის კანდიდატია ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში, აცხადებს, რომ გეგმავს საცხოვრებლად ზუგდიდში გადავიდეს. რულოვსის თქმით, მას სჯერა, რომ როგორც 2016 წელს, ამჯერადაც ზუგდიდში დიდი მხარდაჭერა ექნება და ეს გახდება მუნიციპალიტეტი, სიდნაც, შესაძლოა, დიდი ცვლილებები დაიწყოს:

“მზად ვარ ბრძოლაში შესვლისთვის. ძალიან მიხარია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის 12 პარტია მიჭერს მხარს და მათი მანდატი მექნება. მე ზუგდიდში გადავალ საცხოვრებლად. შეიძლება ჯერ სახლი ვერ ვიყიდო იმიტომ, რომ ივანიშვილი წაგვართმევს, მაგრამ როცა ის წავა, აუცილებლად სახლსაც ვიყიდი და ზუგდიდი იქნება ჩემი სახოვრებელი ქალაქი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც 2016-ში, ზუგდიდში ყველაზე დიდი მხარდაჭერა მექნება. ვარ ძალიან მონდომებული, რომ მივიღოთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა და ამ ხალხზე უკვე აღმასრულებელ რგოლში დავიწყო ზრუნვა. იქნება ასეთი კუნძული საქართველოში, სადაც შეიძლება ძალიან დიდი ცვლილებები მივიღოთ”, – ამბობს რულოვსი.

სანდრა რულოვსის კანდიდატურა ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებზე “გაერთიანებულმა ოპოზიციამ” დღეს, 22 მარტს დაასახელა. მერის არჩევნები 2019 წლის მაისში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი