მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გიორგი გელხაური ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრას მისი დედა გიული ალასანია და შვილები ითხოვენ.
როგორც გელხაურმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, მოთხოვნის შესახებ განცხადება უკვე დაწერილია, თუმცა ამ დროისთვის, მისი ინფორმაციით, დაკმაყოფილებული არ არის.
შესწორება: თავდაპირველად მასალაში ეწერა, რომ სააკაშვილთან შეხვედრას სანდრა რულოვსიც აღმოჩნდა, რაც არაზუსტი ინფორმაცია აღმოჩნდა.