ახალი ამბები

ასეული საქართველოდან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი ხდება

17 სექტემბერი, 2014 •
ასეული საქართველოდან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი ხდება

გლობალური გამოწვევების საპასუხოდ ნატოს გადაწყვეტილებით ყალიბდება სწრაფი რეაგირების ძალები, რომლის შემდაგენლობაში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი იქნება და რომლის კონტრიბუტორი საქართველოც ხდება, უელსის სამიტზე ნატო ასევე შეთანხმდა, რომ შექმნას მოწინავე სამხედრო დანაყოფი ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალის ფორმატის ფარგლებში, რომელიც მზადყოფნის მაღალი ხარისხის პირობებში სწრაფად შეძლებს მანევრირებას, თუმცა აქ მხოლოდ ალიანსის წევრი სახელმწიფოების ძალები ჩაერთვებიან:



“რაც შეეხება სწრაფი რეაგირების ძალებში ჩვენ მონაწილეობას, აქ მინდა ერთი განმარტება გავაკეთო. ნატოს სამიტზე ორი ძალის ჩამოყალიბება გადაწყდა… მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ნატოს წევრებისგან დაკომპლექტებული სწრაფი რეაგირების ძალები შეიქმნას და იმასთან ერთად, საერთო ქოლგის ქვეშ ზოგადად [შეიქმნას] სწრაფი რაგირების ძალები, რომელიც გაცხადებული იყო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოც მიუერთდება. ეს ასეული ჩვენთან იქნება განთავსებული, მაგრამ ეს იქნება სერტიფიცირებული და გავლილი ექნება ის [მომზადება], რაც ნატოს წვერ და პარტნიორ ქვეყანას და გადაწყვეტილების შემთხვევაში მათი სწრაფი განთავსება მოხდება კრიზისულ ადგილას. ანუ უკვე შემუშავებული იქნება მართვის მექანიზმები, კონტროლის მექანიზმები, გაივლიან მუდმივ ტრენინგებს. ეს არის ის ძალა, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში ჩვენგან ნატოს ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილში. ამას ვუერთდებით 2015 წელს”, – განაცხადა ალასანიამ ნეტგაზეთის კითხვის საპასუხოდ ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე.


საქართველოს ჯარისკაცები ნატოს მისიაში, 2013 წლი ივნისი © EPA/DAVID MDZINARISHVILI
საქართველოს ჯარისკაცები ნატოს მისიაში, 2013 წლი ივნისი © EPA/DAVID MDZINARISHVILI


 


მასალების გადაბეჭდვის წესი