ახალი ამბები

სოცმუშაკები 25 მარტიდან გაიფიცებიან

21 მარტი, 2019 • 1907
სოცმუშაკები 25 მარტიდან გაიფიცებიან

სოცმუშაკები გაფიცვას 25 მარტს დაიწყებენ. შესაბამისი განცხადება სამინისტროში მათ 21 მარტს შეიტანეს.

სოცმუშაკების თქმით,  კანონის მოთხოვნის შესაბამისად, გაფიცვამდე 3 დღით ადრე გააფრთხილეს სამინისტრო, რომ 25 მარტიდან სამსახურში არ გამოცხადდებიან.

მათი თქმით, გამონაკლისის სახით მივლენ მხოლოდ იმ გამოძახებებზე, როცა მოხუცზე, შშმ პირსა და ბავშვზე ძალადობის ფაქტები დაფიქსირდება.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, სოცმუშაკების მიერ განცხადების შეტანის შემდეგ, უწყებაში განაცხადეს, რომ რეოგრანიზაცია უკვე დაწყებულია, რომელიც მოკლე, საშუალო – და გრძელვადიან ცვლილებებს ითვალისწინებს.

ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ მოკლევადიანი ცვლილებების ფარგლებში სოცმუშაკებს მალე მანქანები და უფასო სამგზავრო ბარათები დაემატებათ, ასევე გადამზადდება პერსონალი, რათა სოცმუშაკებს რიგი საკანცელარიო სამქეები ჩამოშორდეთ.

კითხვაზე, როგორც იმუშავებს სისტემა, როდესაც სოცმუშაკები გაფიცებიან, სამინისტროში ამბობენ, რომ რეზერვის ნაწილი არსებობს, თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაიფიცებიან სოცმუშაკები.

ამავე თემაზე:

“დაუცველი სოცმუშაკი ვერ დაიცავს სხვებს” – რატომ იფიცებიან სოცმუშაკები

მასალების გადაბეჭდვის წესი