“მე უმრავლესობას ჩემი პირადი პოზიცია მოვახსენე, რომ პრეზიდენტთან დიალოგი არის საჭირო. თუ პრეზიდენტს ის პოზიცია უკავია, რომ ის კონკურენციის რეჟიმში უნდა იყოს პოლიტიკური ხელისუფლების განშტოებებთან, პარლამენტთან და მთავრობასთან, ეს მცდარი შეხედულება არის და მისი დროული კორექტირებაა საჭირო.”
ქუცნაშვილის განცხადებით, სხვა შემთხვევაში ქვეყანას უამრავი პრობლემა ექნება:
“მე ჩემს არგუმენტებს გავაცნობ გიორგი მარგველაშვილს და გადავცემ იმ განწყობებს, რაც უმრავლესობაში არის ამ საკითხებთან მიმართებაში და მოვისმენ მის მოსაზრებებს. პრეზიდენტი არის უმაღლესი ხელისუფალი და ის ვერ იქნება ხელისუფლების განშტოებების კონკურენტი. ეს ძალიან კარგად არის გაწერილი კონსტიტუციაში და ამის შესახებ მკაფიოდ უნდა ითქვას.”








