ახალი ამბები

21 მარტს, პარლამენტში ანაკლიის პორტზე ცქიტიშვილს მოუსმენენ

20 მარტი, 2019 • 886
21 მარტს, პარლამენტში ანაკლიის პორტზე ცქიტიშვილს მოუსმენენ

ხვალ, 21 მარტს, პარლამენტში პლენალურ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილის მოუსმენენ. დღის წესრიგის თანახმად, მინისტრი ანაკლიის პორტზე ისაუბრებს. ცქტიშვილმა პარლამენტში მისვლის სურვილი თავად გამოთქვა.

ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში მინისტრი ამბობს, რომ პორტის მშენებლობის პროექტზე საკმაოდ მაღალი ინტერესია, აქედან გამომდინარე მზად არის, პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი