ახალი ამბები

ხელფასი საქველმოქმედო ფონდში გადავრიცხე და [ფრანგული] პენსიით ვცხოვრობ – პრეზიდენტი

20 მარტი, 2019 • 1337
ხელფასი საქველმოქმედო ფონდში გადავრიცხე და [ფრანგული] პენსიით ვცხოვრობ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელფასი საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა და ფრანგული პენსიით ცხოვრობს. ამის შესახებ მან ტვ პირველთან ინტერვიუში განაცხადა.

საქველმოქმედო ფონდის შექმნა, სადაც თავის ხელფასს ჩარიცხავდა, ზურაბიშვილმა გაპრეზიდენტებიდან მალევე დააანონსა. დღეს თქვა, რომ ფონდი შეიქმნა და მალე დაიწყებს საქმიანობას.

“ის ფონდი, რომელზეც მქონდა საუბარი, შეიქმნა. იქ გადავრიცხე ხელფასები და ახლა დავიწყებთ პროექტებს”.

მისი განმარტებით, ფონდისთვის თანხების მოძიებას გარედან არ ცდილობს, რადგან პროექტები ღიად დაიდება [სავარაუდოდ ვებგვერდზე] და ქველმოქმედების მსურველს თავად შეეძლება მისთვის სასურველი პროექტის დაფინანსება.

ზურაბიშვილის განმარტებით, პირველი პროექტი სავარაუდოდ ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი იქნება, რომლის შექმნის თაობაზეც მან პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა.

“ეს პროცესი ძალიან გამჭვირვალე იქნება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამავე თემაზე

პრეზიდენტმა დეკლარაციაში არ ასახა 40 000 ლარი, რომელიც თავის საარჩევნო ფონდს შესწირა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი