“საღამოს 9 საათია და ჩვენთან ყველაფერი გენიალურადაა…”, – ამ შინაარსის პოსტი მაგთიმ ფეისბუკზე გამოაქვეყნა იმ დროს, როდესაც ჯეოსელს მასშტაბური ტექნიკური ხარვეზი აქვს.
#ყველაზესაიმედოქსელი – ზემოხსენებულ პოსტს მაგთიმ ეს Hashtag-ი მიამატა.
ჯეოსელის ქსელში ფიქსირდება შეფერხება როგორც ხმოვან, ასევე ინტერნეტ-მომსახურებაზე.
როგორც ნეტგაზეთს კომპანიაში განუცხადეს, კომპანიის ტექნიკური სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
“ჩვენს აბონენტებს ბოდიშს ვუხდით ამ დისკომფორტისთვის და უახლოეს მომავალში შევატყობინებთ ინფორმაციას ქსელთან დაკავშირებით”, – აცხადებენ კომპანიაში.