ახალი ამბები

ვინ (არ) დაუჭირა მხარი პოსტიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას – სია

19 მარტი, 2019 • 1273
ვინ (არ) დაუჭირა მხარი პოსტიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას – სია

პარლამენტმა დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენა, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა.

67-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა კვაჭანტირაძის გადაყენების ინიციატივას, 8 წინააღმდეგი წავიდა, ქვორუმი კი 76 იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.

კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც არ დაუჭირეს, მათ შორის- ლევან კობერიძემ, რატი იონათამაშვილმა, ცოტნე ზურაბიანმა.

ნახეთ სია, ვინ რა გადაწყვეტილება მიიღო კენჭისყრაზე:

 

“ორ კვირაში დავუბრუნდებით ამ საკითხს”, – თქვა კობახიძემ. მისივე თქმით, უმრავლესობის იმ წევრებთან, რომლებმაც კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირეს, კონსულტაციები იქნება საჭირო.

ზვიად კვაჭანტირაძემ უმრავლესობიდან გასვლის შემდეგ “ქართული ოცნება” არაერთხელ გააკრიტიკა.

უსუფაშვილი არასდროს იკადრებდა კოლეგების შეურაცხყოფას – კვაჭანტირაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი