ახალი ამბები

ბესელია, ფოფხაძე და კვაჭანტირაძე ცენტრისტულ პარტიას აფუძნებენ

27 მაისი, 2019 • 1357
ბესელია, ფოფხაძე და კვაჭანტირაძე ცენტრისტულ პარტიას აფუძნებენ

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრები, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე, ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნიან, რომელსაც “პარტია სამართლიანობისთვის” ერქმევა. ამის შესახებ მათ დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ეკა ბესელიას განცხადებით, მთავარი იდეა და მიზანი, რაც პარტიამ ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს, სამართლიანობაა.

ბესელიას განცხადებით, პარტია ცენტრისტული იქნება და ევროპულ კონსერვატიზმს დაეფუძნება. რაც შეეხება საგარეო კურსს, ბესელიას თქმით, პარტია მხარს დაუჭერს ევროპულ ოჯახში ქვეყნის შეუქცევად ინტეგრაციას.

“ჩვენი პოლიტიკური ძალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში შეცვლის ხელისუფლებას და უსამართლო გარემოს”, – განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, პარტია 20 ივნისს დაფუძნდება.

ეკა ბესელიას თქმით, პარტია ხელისუფლებას აქტიურ ოპონირებას გაუწევს. რაც შეეხება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან დამოკიდებულებას, ბესელიას თქმით, მნიშვნელოვანია არა პიროვნებები, არამედ საქმე.

“არ ვეხებით პიროვნებებს, ვეხებით საქმეს, პრობლემას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, იქნება ეს ივანიშვილი თუ სხვა”, – განაცხადა ბესელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი