ამის შესახებ კომენტარი ავლაბრის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილის და მაია ფანჯიკიძის შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა და საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ გააკეთა:
“პრეზიდენტის ვიზიტზე მიდის მუშაობა. არა მხოლოდ ადმინისტრაცია მუშაობს, საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო ჩართული და კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება. დანარჩენ დეტალებს მოგახსენებთ დამატებით.”
საქრთველოს პრეზიდენტი საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს ავლაბრის რეზიდენციაში შეხვდა:
“შეხვედრა შედგა ერთი–ერთზე. საქართველოს პრეზიდენტი უაღრესად კმაყოფილია ამ შეხვედრით. შეხვედრის დროს განხილული იქნა ის, თუ გაეროში როგორ უნდა იქნას წარმოდგენილი საქართველო და როგორ იქნას ღირსეულად წარმოდგენილი სახელმწიფო ინსტიტუტები. ამასთან დაავშირებით ძალიან ინტენსიური მუშაობა გვექნება სგარეო საქმეთა სამინისტროსთან და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ღირსეულად წარსდება ამ ფორუმზე” –განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციიდან გამოსულმა მაია ფანჯიკიძემ არ დააკონკრეტა, მიემგზავრება თუ არა გიორგი მარგველაშვილი გაერო–ს ასამბლეაზე:
“ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი შეხვედრა პრეზიდენტთან, ბევრ თემაზე ვისაუბრეთ. ჩვენ ვეცდებით, რომ ვიპოვოთ ისეთი გამოსავალი სიტუაციიდან, რომელიც იქნება მისაღები ყველსთვის და რომელიც, რაც მთვარია, იქნება ქვეყნისთვის სასიკეთო. “
ვიცე–პრემიერი კახი კალაძე მიიჩნევს, რომ გაეროს ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა უხელმძღვაენლოს:
“ვფირობ, რომ აქ სადაო არაფერი არ არის. გაერო–ს ასამბლეზე უნდა გაემგზავროს პრემიერ–მინისტრი. მთავრობაც ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას. ეს კონსტიტუციითაც არის განსაზღვრული. რადგან თავიდანვე იყო შეთანხმებული, რომ უელსის სამიტზე წაბრძანდებოდა პრეზიდენტი და ეს ასეც მოხდა. და გაერო–ს ასამბლეაზე დელეგაციას უხელმძღვაენლებს პრემერ–მინისტრი. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები არის სამწუხაროდ. სჯობს ვისაუბროთ იმ პრობლემაზე და არა იმაზე თუ ვინ წავა დღეს გეროში.”