ახალი ამბები

რა წერია უელსის სამიტის დეკლარაციაში ნატოსა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობაზე

5 სექტემბერი, 2014 • • 1104
რა წერია უელსის სამიტის დეკლარაციაში ნატოსა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობაზე

“ნატო აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან ძალისხმევას მისი დემოკრატიის გაძლიერებისა და მისი სამხედრო ძალების, ასევე, თავდაცვის ინსტიტუციების გაძლიერების მიმართულებით. ჩვენ მივესალმებით საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ გააგრძელოს რეფორმების იმპლემენტაცია, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუციების კონსოლიდაცია, მართლმასჯულების სისტემის წინსვლა და უზრუნველყოს კანონის უზენაესობის სრული დაცვა.

ნატო აფასებს საქართველოს საკმაოდ დიდ კონტრიბუციას ISAF-ის ოპერაციაში. ნატოს რეაგირების ძალებში მონაწილეობის თაობაზე საქართველოს შემოთავაზებასთან ერთად, ეს კონტრიბუცია საქართველოს, როგორც კონტრიბუტორის როლს წარმოაჩენს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში.

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება და ჩვენ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე, როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს. მას შემდეგ საქართველომ მნიშვენლოვანი პროგრესი განიცადა და ნატო-საქართველოს კომისიის ასევე ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (ANP) კარგად გამოყენებით განახორციელა ამბიციური რეფორმები, რამაც ქვეყანა ნატოს უფრო დაუახლოვა. ჩვენ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ურთიერთობა ნატოსთან შეიცავს საჭირო ინსტრუმენეტებს იმისათვის, რომ საქართველომ ნატოს საბოლოო წევრობისაკენ იმოძრაოს.

დღეს ჩვენ მხარი დავუჭირეთ რეალურ პაკეტს საქართველოსთვის, რომელიც შეიცავს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, სწავლებებს, ტრენინგებს, გაძლიერებულ მოკავშირეობას და თავსებადობის გაზრდილ შესაძლებლობებს. ეს მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისა და ალიანსთან თავსებადობის შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის მომზადებაში დაეხმარება”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი