როგორც პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ იმ პრობლემებისთვის, რაც დგას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე:
“ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური შეხვედრების დროს მოკავშირეებთან კიდევ ერთხელ გვესაუბრა ჩვენი ჩართულობის, ჩვენი მომავალი გეგმების შესახებ. მე მინდა დავუდასტურო ქართველ ხალხს, რომ ფაქტობრივად ყველა ქვეყანა ძალიან აფასებს საქართველოს როლს, იმ პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია და იმ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენ გვახლოვებს ალიანსის წევრობისკენ”.
უელსში ნატოს 2-დღიანი სამიტი დაიწყო, რომელსაც ალიანსი წევრი ქვეყნების, ასევე, ნატოს პარტნიორი სახელმწიფოების მთავრობის წარმომადგენლები ესწრებიან
რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, არასტაბილური სიტუაცია სამხრეთში, მათ შორის ექსტრემიზმის ზრდა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში – ნატოს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სმაიტის დღის წესრიგის მთავარი თემებია.
დიდ ბრიტანეთში იმყოფება საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ მარგველაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება.
დღეს, 4 სექტემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ტვიტერის ანგარიშზე საქართველოსთან ნატოს შემდგომი თანამშრომლობის შესახებ დაწერა. მისი თქმით, ახალი პაკეტით ნატო საქართველოს თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება და წევრობისთვის მოამზადებს.
“საქართველო ჩინებულ დემოკრატიულ და თავდაცვის რეფორმებს ატარებს, ნატო საქართველოს მოუწოდებს გააგრძელოს რეფორმები კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით. საქართველო, როგორც ნატოს არაწევრმა ქვეყანამ, რომელიც ავღანეთის ISAF-ის მისიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, საკუთარი თავი უსაფრთხოების ექსპორტიორად წარმოაჩინა. ხვალ ჩვენ ავამოქმედებთ ახალ ინიციატივას, რათა თანამშრომლობა გაძლიერდეს და დავეხმაროთ პარტნიორებს მათი ძალების გაძლიერებაში. ხვალ ჩვენ ავამოქმედებთ თანამშრომლობის ახალ პაკეტს, რათა დავეხმაროთ საქართველოს თავდაცვის გაძლიერებაში და მოვამზადოთ წევრობისათვის. ძალიან კარგი შეხვედრა გავმართე პრეზიდენტ მარგველაშვილთან, ამავე სამიტზე ნატო გააძლიერებს კავშირებს პარტნიორებთან მათ შორის საქართველოსთან. ჩვენი თანამშრომლობა დიდ გზას გადის”,-წერს რასმუსენი ტვიტერზე.
