ახალი ამბები

თალაკვაძე: გაუგებარია, საერთოდ რა შუაშია ხაზარაძესთან tv “პირველი”

6 მარტი, 2019 • 1900
თალაკვაძე: გაუგებარია, საერთოდ რა შუაშია ხაზარაძესთან tv “პირველი”

მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პროკურატურისთვის მამუკა ხაძარაძის მიერ გადაცემული წერილის შინაარსზე სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. თალაკვაძე აცხადებს, რომ გაუგებარია, რა შუაშია მამუკა ხაძარაძესთან TV პირველი და რაში შეიძლება უშლიდეს ხელისუფლებას ხელს “არტარეა”, “არხი, რომელიც ხელოვნებასა და კულტურაზე აკეთებს გადაცემებს” :

“დღეს უკვე აშკარაა, რომ წერილი, რომელზეც იყო საუბარი, რეალურად არის ფურცელზე ამობეჭდილი ტექსტი ამ მოცემულობით, რომელსაც მთავარი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ვის გაეგზავნა, ან ვისგან იყო გამოგზავნილი – არ აქვს. რა უნდა ჩავთვალოთ მთავარ მტკიცებულებად?! რეალურად ჩვენ ვნახეთ ამობეჭდილი ქაღალდის ასლი, რომლის არც ავტორი ჩანს, არც შედგენის თარიღია და არც რაიმე სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი ამ მოცემულობით წერილს არ გააჩნია.

იმასაც კი არ გვეუბნებიან, თუ ვინ მიუტანა თუნდაც ეს ამობეჭდილი ფურცელი ბანკის დამფუძნებლებს. ასევე, თუ შინაარსში შევალთ, გაუგებარია, საერთოდ რა შუაშია ბატონ ხაზარაძესთან TV პირველი, რა კავშირი აქვს მას ტელევიზიასთან. როგორც ჩვენ ვიცით, ბატონი ხაზარაძე ამ ტელევიზიის არც მფლობელია, არც დირექტორი და არც რაიმე სხვა კავშირი არ აქვს.

ასევე გაუგებარია არტარეას საკითხიც, საერთოდ რა შუაშია პოლიტიკასთან. თუნდაც თეორიულად რაში შეიძლება უშლიდეს ხელისუფლებას ხელს არხი, რომელიც კულტუარასა და ხელოვნებაზე აკეთებს გადაცემებს და საჯარო ლექციებს გადმოსცემს,” – ამბობს თალაკვაძე.

ამავე თემაზე წაიკითხეთ: 

რა კავშირშია თიბისის საქმე ტვ პირველსა და “არტარეასთან”

მასალების გადაბეჭდვის წესი