ახალი ამბები

პოლიტიკური პროცესების შეფასება ხელისუფლების სხვა შტოების საქმიანობაში ჩარევა იქნება – ზურაბიშვილი

6 მარტი, 2019 • 982
პოლიტიკური პროცესების შეფასება ხელისუფლების სხვა შტოების საქმიანობაში ჩარევა იქნება – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პრეზიდენტისთვის ახალი კონსტიტუციით მინიჭუბულ უფლებამოსილებაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება არ შედის, რადგან ის პარტიებისგან დაშორებული უდა იყოს, რადგან სახელმწიფოს მდგრადობას წარმოადგენს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტი სახელმწიფო მოღვაწეა და აღარაა პოლიტიკური ფიგურა. შესაბამისად, მისი აზრით, პრეზიდენტის მიერ პოზიციის გამოხატვა იქნება ხელისუფლების სხვა შტოების საქმიანობაში ჩარევა:

“მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მედიისა თუ საზოგადოების მხრიდან ბევრი კითხვა დაისვა. მათზე წამდაუწუმ ითხოვენ პრეზიდენტის კომენტარებს. ისმის ბრალდება, თითქოს იგი ვალდებულია გამოხატოს პოზიცია ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენებთან მიმართებით. ეს არ შეესაბამება პრეზიდენტისთვის ახალი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

პრეზიდენტი უნდა იყოს პარტიებისგან დაშორებული, უნდა იდგეს ამ რყევების ზემოთ. რამეთუ, ის წარმოადგენს სახელმწიფოს მდგრადობის, უცვლელობის სიმბოლოს. ის არის სახელმწიფო მოღვაწე და აღარაა პოლიტიკური ფიგურა. პრეზიდენტის მიერ პოზიციის გამოხატვა იქნება ხელისუფლების სხვა შტოების საქმიანობაში ჩარევა.

თუმცა სულ სხვაა, როცა პოზიციის გამოხატვა ეხება არა უშუალოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრინციპებს. შეწყალება, სასამართლო სისტემა და მასთან დაკავშირებული საკითხები, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნა ისეთი საკითხებია, რომლებიც დღეს საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს” ,- თქვა ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი