ახალი ამბები

ქართველი ერის არჩევანი მხოლოდ ქართველ ერზეა დამოკიდებული – ბახტაძე კარასინის საპასუხოდ

5 მარტი, 2019 • 801
ქართველი ერის არჩევანი მხოლოდ ქართველ ერზეა დამოკიდებული – ბახტაძე კარასინის საპასუხოდ

“ქართველი ერის არჩევანი, მხოლოდ ქართველ ერზეა დამოკიდებული და არა სხვაზე”, – ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადების თაობაზე დასმულ კითხვას.

რუსეთი “სერიოზულ გამაღიზიანებელ” ფაქტორს უწოდებს საქართველოს ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობას, მათ შორის, სამხედრო წვრთნების ჩათვლით, და აცხადებს, რომ ეს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს უშლის. ამის თაობაზე კარასინმა განაცხადა.

“ეს არის ჩვენი ცივილიზებული არჩევანი”, – თქვა ბახტაძემ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე კარასინის განცხადების საპასუხოდ.

მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლებთან, იოჰანეს ჰანსა და ფედერიკა მოგერინისთან გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საგანი რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია იყო. ბახტაძემ ევროკავშირს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაწერის გამო მადლობაც გადაუხადა.

“უკრაინაშიც ასე იწყებოდა” – კარასინის გაფრთხილება თუ მუქარა საქართველოს?

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი