ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი 6 მარტს პარლამენტში პირველი მოხსენებით წარდგება

5 მარტი, 2019 • 764
სალომე ზურაბიშვილი 6 მარტს პარლამენტში პირველი მოხსენებით წარდგება

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში ხვალ, 6 მარტს წარდგება.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. აღნიშნულ დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა.

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უმცირესობის ლიდერი და უმრავლესობის ლიდერი. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით. ფორმატი დებატებს არ ითვალისწინებს.

პრეზიდენტის ხვალინდელ გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში პროტესტის ნიშნად არ დაესწრება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამ ფორმით კიდევ ერთხელ გაუსვამენ ხაზს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტი არ არის.

ამავე თემაზე:

ენმ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება

მასალების გადაბეჭდვის წესი