ახალი ამბებირეკლამა

საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში

5 მარტი, 2019 • 1039
საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში

ზამთრის სპორტის სახეობებისა და ზამთრის ტურიზმის მიმართულებით მსოფლიო  რუკაზე საქართველომ საპატიო ადგილი გასულ წელს დაიკავა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვაროგორც ცნობილია, 2023 წელს საქართველო იქნება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში. მანამდე კი, საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია (FIS) ევროპის თასის ეტაპებს ჩაატარებს.

8 – იდან 10 მარტამდე გუდაური  FIS-ის ეგიდით გამართულ სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებსპირველ დღეებშში ,,კუდებისფერდობზე  ქალთა და ვაჟთა შორის ეტაპები გაიმართება.  10 მარტს სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი. შეჯიბრებაში 14 ქვეყნის 62 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. სპორტსმენთა რეგისტრაცია უკვე დასრულებულიასაქართველოს ეწვევიან მსოფლიოს სხვადასხვა ტურნირში გამარჯვებული მოთხილამურეები ავსტრიიდანშვეიცარიიდან, გერმანიიდან და სხვ.

ფრისტაილის ერთერთი დისციპლინა სნოუბორდ კროსი, ტრასაში ოთხი სპორტსმენის ერთდოულად დაშვებას გულისხმობს. დაბრკოლებებიანი ტრასის გავლას სნოუბორდისტები  მინიმალურ დროში ცდილობენ და საკმაოდ დაძაბულ და ამავე დროს აზარტულ სანახაობას ქმნიან.

საერთაშორისო შეჯიბრს საქართველომ გასულ წელს, პირველად უკვე უმასპინძლა. ბაკურიანში სკი კროსში ჩატარებულმა ტურნირმა უცხოელი სპორტსმენების და სპეციალისტების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა.

შეჯიბრება ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, განათლებისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მისი  გენერალური სპონსორი კომპანიასილქნეტისა“  და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს სამთოსათხილამურო ფედერაციის ვებ გვერდს : www.gsf.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი