ახალი ამბები

ეს არის გამოცდა სასამართლოსთვის და ბიზნესგარემოსთვის – გაერო-ს კოორდინატორი TBC-ზე

5 მარტი, 2019 • 692
ეს არის გამოცდა სასამართლოსთვის და ბიზნესგარემოსთვის – გაერო-ს კოორდინატორი TBC-ზე

გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი და გაერო-ს განვითარების პროგრამის  მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი “თიბისი ბანკის” საქმეზე გამჭვირვალე და სანდო გამოძიების შედეგებს ელის.

ვინტონის თქმით, “თიბისი ბანკის” ირგვლივ გაჩენილი კითხვის ნიშნები საფრთხეს უქმნის ბიზნესგარემოს კუთხით საქართველოს რეიტინგს.

“ეს არის გარკვეული გამოცდა საქართველოს სასამართლო სისტემისთვის, ბიზნესგარემოსა და მარეგულირებელი სისტემებისთვის. ჩვენ ველით შედეგს, რომელიც იქნება გამჭვირვალე და სანდო. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა იმაზე, რომ მაღალი რეიტინგი მოეპოვებინა ბიზნესგარემოს კუთხით, საქართველოს გააჩნია ნდობით აღჭურვილი საბანკო სისტემა და მარეგულირებელი ორგანოები. ჩვენ ვხედავთ, რომ ამჟამად ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშაა და ველოდებით ვითარების სწრაფად მოგვარებას”, – აცხადებს ლუიზა ვინტონი “რუსთავი 2”-თან საუბარში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი