თუ მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებული კვლევის დროს ვასაძე მოსახლეობის 19 პროცენტს მოსწონდა, აგვისტოში ეს მაჩვენებელი 25 პროცენტს შედგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი რეიტინგი 6 პროცენტით გაიზარდა. მოსახლეობის 15 პროცენტს ვასაძე არ მოსწონს, 28 პროცენტს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, ხოლო 23 პროცენტს ვასაძის შესახებ საერთოდ არ სმენია.


ლევან ვასაძე - რეპორტიორის პრესკლუბი
ლევან ვასაძე – რეპორტიორის პრესკლუბი

 

ლევან ვასაძე პოლიტიკოსი არ არის, თუმცა იგი NDI-ს რეიტინგებში მაინც ფიგურირებს ხოლმე. ეს საკითხი ინსტიტუტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ ნეტგაზეთს თავის დროზე ასე განუმარტა:

 

“მიზეზი, რატომაც ლევან ვასაძე არის ჩვენს – “მოგწონთ თუ არ მოგწონთ” კითხვაში ჩასმული, არის ის, რომ წლის დასაწყისიდან, როდესაც ბატონი ლევან ვასაძე დაბრუნდა საქართველოში, მან დააფიქსირა თავისი მოსაზრება საქართველოს პოლიტიკის შესახებ, ასევე, გამოთქვა ღიაობა პოლიტიკაში წასვლის შესახებ, თუმცა ამ დრომდე არ შეერთებია არც ერთ პარტიას ან არ დაუწყია აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა, თუმცა ამ ყველაფრის გამო ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, რომ გაგვეზომა ბატონი ლევან ვასაძის მოწონების მაჩვენებელი”, – განაცხადა ნავარომ 2013 წელს, როდესაც რეიტინგებში ვასაძეც გამოჩნდა.


ზემოხსენებული კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა. საველე სამუშაოების ჩატარების თარიღები: 23 ივლისი – 7 აგვისტო. სულ გამოკითხეს 3,338 ადამიანი ქვეყნის მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობას შორის, მათ შორის ქალაქის, სოფლის ტიპის დასახლებებში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.9%.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *