ახალი ამბები

ხაზარაძე: გახარიას წერილს გავასაჯაროებ, როცა შეიქმნება რაიმე საგამოძიებო კომისია

4 მარტი, 2019 •
ხაზარაძე: გახარიას წერილს გავასაჯაროებ, როცა შეიქმნება რაიმე საგამოძიებო კომისია

თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, შს მინისტრის მუქარის წერილზე დაკითხვაზე ისაუბრა. შესაბამისად, პროკურატურას და სასამართლოს მიღებულ წერილზე ჰქონდა ინფორმაცია. თუმცა, როგორც დეპუტატი ამბობს, ამით პროკურორები არ დაინტერესებულან:

“საოცრება ის არის, რომ მე ამის შესახებ ჩემს დაკითხვის ოქმში ვთქვი. ამის მერე არც მოსამართლემ და არც სამმა პროკურაორმა კითხვაც კი არ დამისვეს. მე ვუთხარი, რომ ჩვენზე არის მუქარა, შემოტევა, და ეს არის ჩაწერილი. არავინ არათუ დაინტერესდა და საქმე აღძრა, 9 იანვარს გააკეთეს საშინელი განცხადება, რომელმაც პირველი 90 მილიონის ზარალი მიაყენა ჩვენს ინვესტორებს. ამიტომ, კითხვაზე, განვაცხადე თუ არა პროკურატურაში, ზუსტად ისე განვაცხადე, როგორც ნებისმიერი კანონმორჩილი მოქალაქე განაცხადებდა. რატომ არ ასაჯაროებს პროკურატურა ჩემი დაკითხვის ოქმს, თუ საიდუმლო გრიფი არ აქვს? რატომ არის ამოგდებულად ეს 17 მილიონის თემა მიწოდებული საზოგადოებისთვის. ეს არის არის მთელი არსი,” – ამბობს ხაზარაძე.

მისი თქმით, წერილს გაასაჯაროებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ამ საქმეზე შეიქმნება რაიმე საგამოძიებო ორგანო:

“გპირდებით, მე ამას გავასაჯაროებ, ოღონდ გავასაჯაროებ მაშინ, როცა იქნება რაიმე საგამოძიებო ორგანო ამაზე რეაგირების. გარწმუნებთ, ამას გავასაჯაროებ, მაგრამ არა ამ ფორმით, არა ჟურნალისტებთან და არა იმისთვის, რომ ორთქლი გამოვიდეს და შემდეგ ეს თემა დამთავრდეს,” – ამბობს თიბისი ბანკის დამფუძნებელი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი