პარლამენტარ ემზარ კვიციანს “პატრიოტთა ალიანსიდან” პარლამენტში “ბავშვის უფლებათა კოდექსის” განხილვისას შვილიშვილი შეეძინა.
“მოკლედ, სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ ბავშვის უფლებებზე, დაიბადა ამ წუთებში ალექსი კვიციანი, ჩემი შვილიშვილი, გავხდი ბაბუა და “მამებო, დამილოცეთ ჩემი შვილიშვილი”, – თქვა კვიციანმა.
პარლამენტში მიმდინარეგაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე “ბავშვთა უფლებათა კოდექსს” განხილავენ, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მომზადდა. სხდომას მმკ და სხვები ესწრებიან.