ზუგდიდში “ლიბერთი ბანკი” საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები დააყაჩაღეს. დაჭრილია ერთი ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, ექსპერტ-კრიმინალისტები და ოპერატიულ-საგამოძოებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ინკასატორს ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში აქვს ჭრილობა მიყენებული. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
მიმდინარე კვირას ეს “ლიბერთი ბანკის” დაყაჩაღების მესამე შემთხვევაა. წინა ორი შემთხვევა თბილისში – ყაზბეგის გამზირსა და ნაძალადევის რაიონში 28 თებერვალს ჰქონდა ადგილი.