ახალი ამბები

კვიციანი 2020 წლის შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს

1 მარტი, 2019 • 1369
კვიციანი 2020 წლის შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს

“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატი ემზარ კვიციანი 2020 წლის შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს. ამის შესახებ მან Palitra News-ის გადაცემაში “7vs1” განაცხადა.

ჟურნალისტმა კვიციანს ჰკითხა, ხომ არ იქნეობდა მისი ე.წ. წყვილების დახმარების ცენტრი გამოყენებული  “პოლიტიკური ქულების ჩასაწერად”. კვიციანმა მას ასე უპასუხა:

“ჯერ უნდა მკითხოთ, ვაპირებ თუ არა პოლიტიკაში ყოფნას 2020 წლის შემდეგ”.

მას შემდეგ კი, რაც წამყვანი ჩაეკითხა, გეგმავს თუ არა პოლიტიკაში დარჩენას, დეპუტატმა განაცხადა:

“არ ვგეგმავ. უკვე 60 წლის გავხდები 2022 წელს და ალბათ ქველმოქმედებით დავკავდები.

…დამრჩა კიდევ თითქმის 2 წელი, ვიშრომებ, გავაკეთებ, რაც შეძლება ყველაფერს, მთლიანად დავიხარჯები, შეიძლება ითქვას, და ამის შემდეგ წავალ ჩემს გზაზე”, – აღნიშნა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი