ახალი ამბები

სკოლის მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა

28 თებერვალი, 2019 •
სკოლის მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა

სკოლის მოსწავლემ თავის მოკვლა სცადა. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქმეს შსს და მანდატურის სამსახური სწავლობს.

შემთხვევა 28 თებერვალს, დილის საათებში, სკოლის დაწყებიდან მალევე მოხდა. შსს-ს თანახმად, გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის (სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე) მუხლით.

რუსთავი2-ის ინფორმაციით, 15 წლის გოგოს თვითმკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა სკოლაში კონფლიქტი მოსწავლეებთან.

მანდატურის სამსახურის თანახმად, მოსწავლემ ტელეფონით შეატყობინა თანაკლასელს თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ. იგი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მალე იპოვეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს; მათივე ცნობით, ამჟამად მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მანდატურის სამსახურის თანახმადვე, საქმეში ჩაერთო ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი. “მოზარდთან მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები იმუშავებენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება”, წერს უწყება.

როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა შეიძლება გავაკეთოთ პრევენციისთვის, ამ თემაზე წაიკითხეთ ჩვენი ინტერვიუ ფსიქოლოგ მაია ცირამუასთან:

http://batumelebi.netgazeti.ge/ambebi/57202/

როგორ ამოვიცნოთ ბულინგი (ჩაგვრა) ბავშვებში – რჩევები

მასალების გადაბეჭდვის წესი