ახალი ამბები

შვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გორში კაცი დააკავეს

31 იანვარი, 2022 • 728
შვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გორში კაცი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1940 წელს დაბადებული კ.მ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების განცხადებით, ბრალდებულმა გორში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვილს – 1975 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

შსს-ს თქმით, დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული:

„პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19 -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ უწყებაში.

ბრალი, დამტკიცების შემთხვევაში, 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი