რა არის სასკოლო ბულინგი, როგორ ამოვიცნოთ ის და რა (არ) უნდა გავაკეთოთ მის წინააღმდეგ საბრძოლველად? გთავაზობთ ბავშვთა ფსიქოლოგ მაია ცირამუას ნაშრომსა და რჩევებს ბულინგზე, რომელიც სკოლებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მშობლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც საინტერესოა. ნაშრომში გამოყენებულია ინფორმაცია სხვადასხვა კვლევებისა და სამეცნიერო დასკვნებიდან.
[red_box]რა არის ბულინგი?[/red_box]
ბულინგი (ინგლისური სიტყვიდან bullying, bully ) თანატოლთა შორის ძალადობისა და ჩაგვრის ერთ-ერთ, საკმაოდ სპეციფიკურ ფორმას წარმოადგენს. ბულინგის ამოცნობა საკმაოდ რთულია, რადგან ის რამდენიმე ნიშნით განსხვავდება აგრესიული ქცევის სხვა გამოვლინებებისგან, ასე, მაგალითად – ძალადობის შემცველი ყველა ქცევა არ წარმოადგენს ბულინგს (მშობლის მხრიდან ბავშვის ფიზიკური დასჯა ძალადობაა, თუმცა ბულინგი არ არის), ისევე, როგორც არსებობს თანატოლთა ჩაგვრის ისეთი ფორმები, რომლებიც თითქოსდა მოკლებულია ძალადობის ნიშნებს – როცა თანაკლასელები არ ესალმებიან ერთ-ერთ მოსწავლეს რთულია ისაუბრო თვალსაჩინო ძალადობრივ აქტზე, თუმცა ბულინგი სახეზეა. იდენტიფიკაციის სირთულეების გამო, ბულინგი ხშირად არ აღიქმება პრობლემად და, შესაბამისად, მისი მართვის საჭიროებაც არ დგება. ამავდროულად, საზოგადებაში არსებობს მრავალი მითი, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ ძალადობის ეს ფორმა კიდევ უფრო „უჩინარი“ გახდეს.
[blue_box]მითები და რეალობა ბულინგზე[/blue_box]
[one_half last=”no”]მითები
ბულინგი ნორმალური მოვლენაა. მას ყოველთვის ჰქონდა და ექნება ადგილი;[/one_half][one_half last=”no”]რეალობა
ამდაგვარი მიდგომა ხელს უწყობს ბულინგის ნორმალიზებას, ნორმალურ მოვლენად აღქმას. ადამიანები ხშირად თავს იმშვიდებენ ან იმართლებენ იმით, რომ „ბავშვები ყოველთვის ჩხუბობდნენ“, ან „ ეს პრობლემა ლოკალური არ არის“. შესაძლოა ეს ასეც იყოს, თუმცა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დიდი ხანია ამ პრობლემას ბრძოლა გამოუცხადეს და უამრავი ანტიბულინგური პროგრამა შექმნეს, რაც თანაბრად იცავს მსხვერპლსაც და მოძალადესაც[/one_half]
[one_half last=”no”]
ყოველ ბავშვს უნდა შეეძლოს თავის დაცვა. ამიტომ ბულინგი გარკვეული დოზით საჭიროც კია ბავშვის გაძლიერებისათვის;[/one_half][one_half last=”no”]
მეცნიერულად დადგენილი ფაქტია, რომ ბულინგის მსხვერპლებს უჩნდებათ ქცევითი, ემოციური და აკადემიური პრობლემები და ამასთანავე დგანან დეპრესიის, შფოთვითი აშლილობის, დაბალი თვითშეფასების, სუიციდის მაღალი რისკის ქვეშ[/one_half]
[one_half last=”no”]
ბულინგის შესახებ ვინმესთვის (განსაკუთრებით უფროსებისათვის) თქმა, დასმენა, ენის მიტანა ბავშვური საქციელია, “ჩაშვებაა”;
[/one_half][one_half last=”no”]პირიქით, მსოფლიოში არსებული ანტიბულინგური პროგრამები ითვალისწინებს ბავშვებისათვის არაძალადობრივი კომუნიკაციის ფორმების სწავლებას, სადაც გადამწყვეტი როლი ენიჭება, ერთი მხრივ, ბავშვბისათვის მეორე მხრივ კი, უფროსებისათვის იმის სწავლებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უფროსი ადამიანების ინფორმირება მათდამი განხორციელებული ძალადობის შესახებ[/one_half]
[one_half last=”no”]
ბულინგი ეხება ბავშვების მხოლოდ მცირე რაოდენობას;
[/one_half][one_half last=”no”]Olweus -ის კვლევის ( 1993 ) მიხედვით, სასკოლო ბულინგს თითქმის ყოველდღიურად განიცდის სკოლის კონტიგენტის 10%, 30 % ერთხელ მაინც გამხდარა ბულინგის მსხვერპლი, ხოლო 60% ამ ყველაფრის შემსწრეა და ცხოვრობს შიშით „ეს დღეს დაემართა სხვას, ხვალ დამემართება მე“, გამოდის, რომ ბულინგი მოიცავს სკოლის სრულ კონტიგენტს.[/one_half]
[one_half last=”no”]
ბულინგის შემთხვევების უმეტესი ნაწილი ხდება არა სკოლაში, არამედ სკოლის გარეთ;
[/one_half][one_half last=”no”]კვლევები აჩვენებს, რომ ხშირად სკოლა წარმოადგენს სივრცეს, სადაც პროეცირდება სკოლის გარეთ არსებული პრობლემები ისევე, როგორც სკოლაში არსებული ძალადობა ტოვებს მის კედლებს[/one_half]
[one_half last=”no”]
ბიჭები გვევლინებიან ბულინგის გამტარებლის როლში, ხოლო გოგონები -მსხვერპლის
[/one_half][one_half last=”no”]ბულინგის სამიზნე შეიძლება გახდეს ორივე სქესის მოსწავლე, ისევე, როგორც მოძალადის როლში შეიძლება მოგვევლინოს გოგონაც და ბიჭიც თანაბრად[/one_half]
[one_half last=”no”]
დახმარება ესაჭიროება ბულინგის მსხვერპლს, აგრესორი კი უბრალოდ უნდა დაისააჯოს.
[/one_half][one_half last=”no”]ბულინგის მართვისა და პრევენციის მთავარი ღერძია, შეამციროს როგორც ძალადობა, ასევე მსხვერპლის ვიქტიმიზაცია, რაც საჭიროებს არა მხოლოდ მსხვერპლის, არამედ ბულინგის გამტარებლის (აგრესორის) დახმარებას[/one_half]
ბულინგის სამი ძირითადი მახასიათებელი, რომელიც გვეხმარება მის ამოცნობაში:
- ერთი ან რამდენიმე ინდივიდი, რომელსაც აქვს განცდა, რომ ფლობს რაიმე სახის ფიზიკურ, სოციალურ ან ინტელექტუალურ უპირატესობას, ჩაგრავს ერთ ან რამდენიმე პირს;
- ჩაგვრა მიზანმიმართულია (გაცნობიერებული განზრახვა ფიზიკური ან სულიერი ტკივილი მიაყენონ მსხვერპლს);
- მსხვერპლის ჩაგვრა არ არის ლოკალური და ერთჯერადი, არამედ პერსისტენტულია
რა მიანიშნებს ბულინგის არსებობაზე?
- ძალთა ასიმეტრია
- ფიზიკური ან მორალური ზიანის არსებობა
- შემთხვევების სიხშირე და განმეორებადობა
ბულინგის დროს, როგორც ოლვეუსის კვლევებმა აჩვენეს, ზიანდება არა უშუალოდ მსხვერპლი, არამედ ისინიც, ვინც ამ მოვლენის შემსწრე და მაყურებელია. შესაბამისად, პრობლემა ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ტერმინთა განმარტებები:
ბულინგის გამტარებელი (Bully) – პირი, რომელიც ახდენს ფიზიკური, სოციალური ან ინტელექტუალური უპირატესობის დემონსტრირებას სხვებისადმი მიზანიმართული ფიზიკური ან ემოციური ზიანის მიყენებით.
მსხვერპლი – პირი, რომელიც არის ბულინგის სამიზნე და რომლის მიმართაც ხორციელდება მიზანმიმართული ძალადობა.
ბულინგის შემსწრე – პირი, რომელიც არის მოვლენების შემსწრე და თავისი პოზიციით ან პასიურია და ეთახმება, ან იგნორირებას უკეთებს, ან ილაშქრებს მის წინააღმდეგ.
როგორც კვლევები აჩვენებს, არ არის დიდი სხვაობა ბულინგის გამტარებელსა და მსხვერპლს შორის, 75 % მოსწავლეებისა, რომლებიც აღმოჩდნენ მსხვერპლის როლში, თავად გვევლინება მოძალადის როლში.
ბულინგი აზიანებს:
- უშუალო მსხვერპლს
- ძალადობის შემსწრეებს
- თავად ბულინგის გამტარებელს
ჩვენ ხშირად გვესმის მოსაზრება, რომ ბულინგი ბავშვური ოინბაზობაა, ხუმრობაა, ბავშვური სიცელქეა და ა. შ. როგორ შეიძლება განვასხვავოთ უბრალო ხუმრობა მიზანმიმართული ჩაგვრისაგან?
[one_half last=”no”]
ნორმალური ბავშვური „სიცელქე“
ხდება შემთხვევით და „მსხვერპლიც“ შემთხვევითია
[/one_half][one_half last=”no”]
ბულინგი
ინციდენტი განმეორებადია და ინციდენტის მონაწილეები არ იცვლებიან (ბულინგის გამტარებელი/მსხვერპლი[/one_half]
[one_half last=”no”]
ქცევის მოტივაცია არ არის – ერთმა მხარემ მიიღოს ის, რაც მას სურს
[/one_half][one_half last=”no”]
ქცევის მთავარი პატერნია მანიპულაცია იმისათვის, რომ აუცილებლად მიიღოს ის, რას სურს[/one_half]
[one_half last=”no”]
მხარე, რომელმაც ზიანი მიაყენა წუხს ამაზე და გრძნობს პასუხისმგებლობა
[/one_half][one_half last=”no”]
მხარე, რომელმაც ზიანი მიაყენა ცდილობს მოახდინოს მომხდარის მინიმიზირება, გადააბრალოს სხვას ან თავად მსხვერპლს და არ გრძნობს მომხდარზე პასუხისმგებლობა[/one_half]
[one_half last=”no”]
მხარე, რომელმაც ზიანი მიაყენა მიდის კომპრომისზე და დგამს ნაბიჯებს, რათა მოგვარდეს პრობლემა
[/one_half][one_half last=”no”]
მხარე, რომელმაც ზიანი მიაყენა არ მიდის არანაირ კომპრომისზე და არ ცდილობს პრობლემის გადაჭრას[/one_half]
[one_half last=”no”]
ზიანი შემთხვევითია
[/one_half][one_half last=”no”]
ზიანის მიყენება წინასწარ განზრახულია[/one_half]
[one_half last=”no”]
მოსწავლეებს შორის ინტერაქცია ზოგადად არ არის დაძაბული და მიყენებული ზიანიც (ფიზიკური, ემოციური) მსუბუქია
[/one_half][one_half last=”no”]
მოსწავლეებს შორის ინტერაქციაში წამყვანია ფიზიკური ან ემოციური ზიანის მიყენების მუქარა და ზოგადად ურთიერთობა დაძაბულია[/one_half]
[one_half last=”no”]
ორივე „მხარეს“ აქვს თანაბარი წყენა და ბრაზი
[/one_half][one_half last=”no”]
ბულინგის გამტარებელი ჩანს „მშვიდი“, ხოლო მსხვერპლი ნაწყენია ან სახეზეა მძაფრი ემოციური რეაქცია[/one_half]
[one_half last=”no”]
სიტუაციის მთავარ მახასიათებელს არ წარმოადგენს ძალაუფლების ან კონტროლის დემონსტრირება
[/one_half][one_half last=”no”]
სიტუაციაში წამყვანია ძალაუფლებისა და კონტროლის დემონსტრირება[/one_half]
სად ვხვდებით ბულინგის შემთხვევებს?
ბულინგის შემთხვევებს ვხვდებით ყველგან. საგულისხმოა, რომ საუკეთესო გარემო ბულინგისათვის არის დეზორგანიზებული სკოლა, რომელსაც აკლია მუდმივი და ეფექტური დისციპლინა. ყველაზე ხშირად ბულინგის შემთხვევები თავს იჩენს იმ ადგილებში, სადაც ნაკლებად მოძრაობენ ან ხვდებიან უფროსები – სათამაშო მოედნები, სასკოლო ავტობუსები, დერეფნები, სასადილო და მოსასვენებელი ოთახები. უფროსებისთვის ხშირად უჩინარია ბულინგი, რომელსაც ვხვდებით საკლასო ოთახებში. ამასთანავე, თითქმის უმართავია კიბერ-ბულინგი, ძალიან რთული გასაკონტროლებელია, თუ როდის, როგორ და ვისგან ხორციელდება ძალადობა ვირტუალურ სივრცეში, რის გამოც ის იქცა ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და ცხელ მოვლენად სკოლის საშუალო და მაღალ კლასებში.
მოსწავლეები ხშირად აღნიშნავენ,რომ მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წრმომადგენლები არ იმჩნევენ, არ ზრუნავენ და ვერ მართავენ ბულინგის შემთხვევებს, რადგან, როგორც მოსწავლეები მიუთითებენ, ბულინგის გამტარებლები ხშირად რჩებიან დისტანციაზე. ზრდასრულების ახლოს ყოფნის შემთხვევაშიც, ისინი მშვენივრად ახერხებენ დარჩნენ ზრდასრულების ყურადღების მიღმა და გააგრძელონ მსხვერპლის ჩაგვრა მოკლე და ეფექტური გზებით. Bully-ის აწეული წარბები, დაჟინებული მზერა, მისი ჟესტები და მანერები მუდმივად აკონტროლებენ გარემოს და მსხვერპლი არის მუდმივი ემოციური სტრესის ქვეშ.
ზემოთ თქმული რომ შევაჯამოთ:
“ბულინგი” (bullying, bully) – ფიზიკური და/ან ფსიქოლოგიური სასტიკი მოპყრობის და ურთიერთობის ხანგრძლივი პროცესია ერთი ბავშვის ან ბავშვების ჯგუფის მიერ სხვა ბავშვის (ბავშვების) მიმართ. ის, ვინც ბულინგს მიმართავს, მსხვერპლის დაშინებას და დამორჩილებას ისახავს მიზნად.
მსოფლიოში აღიარებულია:
ბულინგის მსხვერპლი ბავშვები, რომლებიც თანატოლთაგან დაცინვის, ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, პრაქტიკულად, ყველა ჯგუფში არსებობენ, მიუხედავად ქვეყნისა, ჯგუფის სტატუსისა, ჯგუფში ადამიანების რაოდენობისა.
ბულინგის მართვა შესაძლებელია, თუ უფროსები აღიარებენ მას როგორც პრობლემას, შეძლებენ მის ამოცნობას და განიზრახავენ როგორც მსხვერპლის, ასევე ბულინგის გამტარებლის დახმარებას.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბულინგი შეიძლება გამოიხატებოდეს როგორც ფიზიკურ ჩაგვრაში, ასევე, ემოციურ ზეწოლაში. ასევე ვხვდებით შერეულ ფორმებსაც, როცა მსხვერპლი ერთდროულად ფიზიკური და ემოციური ჩაგვრის ობიექტია.
ბულინგის სწორი იდენტიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ის არსებობს პირდაპირი (ღია) და ირიბი (ფარული) ფორმებით:
- პირდაპირია ბულინგი, როცა თანატოლები მსხვერპლს ღიად აყენებენ შეურაცხყოფას, თავს ესხმიან, ხელს კრავენ, დასცინიან და ა.შ.
- ირიბი ბულინგი გულისხმობს ისეთ ქცევას, როცა ბავშვს ტკივილს აყენებენ უშუალო აგრესიის გამოყენების გარეშე. მაგალითად, არ ელაპარაკებიან, არ აძლევენ საერთო საქმიანობაში ჩართვის საშუალებას და სხვა.
ქცევითი პატერნები, რომლებიც დამახასიათებელია ბულინგისათვის:
- დამაკნინებელი მეტსახელების შერქმევა;
- დაცინვა;
- მუქარა;
- შანტაჟი;
- ხელისკვრა;
- ფიზიკური შეურაცხყოფა (ხელის წამორტყმა, წიხლის ამორტყმა და სხვა) ;
- ჯგუფიდან გარიყვა;
- დამამცირებელი წარწერები;
- ნივთების წართმევა, დაზიანება;
- იგნორირება;
- მუშტებით ან ფეხებით ცემა;
- გამოძალვა;
- ცილისწამება;
- ჭორების გავრცელება
ვინ ხდება მსხვერპლი?
უფრო სწორია საკითხი დავსვათ ასე – ვინ არის რისკ-ჯგუფში? რადგან ბულინგის მსხვერპლად შეიძლეება იქცეს ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც ოდნავ მაინც განსხვავდება უმრავლესობისგან. მაგალითად:
- დაბალი;
- მაღალი;
- წყნარი, შენელებული;
- გამორჩეულად ჭკვიანი;
- ღარიბი;
- ჟღალთმიანი;
- სათვალიანი;
- გამხდარი;
- მდიდარი;
- მსუქანი;
- უბრალოდ, განსხვავებული…
თანატოლთა მხრიდან ჩაგვრის (ბულინგის) რისკ-ჯგუფში არის მოსწავლე:
- თუ მას აქვს შიში იმ გარემოსადმი, სადაც იმყოფება (სკოლა, ინსტიტუცია)
- თუ მას აქვს დაბალი სოციალური უნარები
- თუ მას არ აქვს ჯგუფთან კომუნიკაციის გამოცდილება
მსხვერპლს ძირითადად ახასიათებს:
- შფოთვა, სხვადასხვა სოციალურ სიტუაციებში უსაფრთხოების განცდის არარსებობა;
- თვითმკვლელობაზე ფიქრი;
- დასწავლილი უმწეობა; “მსხვერპლის”, “დამარცხებულის” როლის მიღება;
- ყურადღების, მეხსიერების გაუარესება;
- დასწავლილი აგრესიული ქცევა.
როგორ ამოვიცნოთ მსხვერპლი?
მსხვერრპლის ქცევა განსაკუთრებული თავისებურებებით გამოირჩევა. თუ კარგად დააკვირდებით, ის ცდილობს კლასში ძირითადად ჩუმად იყოს, არ ერთვება აქტივობებში და განცალკავებით ზის, კარგად ეწყობა აღმზრდელებს, ცუდად – თანატოლებს; მისი ნივთები ხშირად მიმოყრილი ან დამალულია; მას ხშირად დასცინიან, აბუჩად იგდებენ, მოიხსენიებენ დამამცირებელი მეტსახელით, რაზეც შესაძლოა თვითონაც „პოზიტიურად“ რეაგირებდეს. მაგალითად, დამცირებებზე საპასუხოდ ხშირად „სულელურად“ იღიმის, ცდილობს თვითონაც გაიხუმროს ან გარბის და ტირის; ჯგუფური სამუშაოს ან თამაშის დროს მას იგნორირებას უკეთებენ, ან თუ დავალებაა შესასრულებელი, ყველაფერს მას აკეთებინებენ. მსხვერპლი ზოგჯერ ცდილობს „მოისყიდოს“ თანატოლები, ამიტომ შესაძლოა ის ნებას რთავდეს ჯგუფს, მასზე იცინოდნენ. ამ სახით მიღებული ყურადღებაც კი მათთვის მნიშვნელოვანია. ასევე, მათ ახასიათებთ საკუთარი ნივთების გაჩუქება, მოძალადისგან მიღებული „დავალების ხალისით შესრულება“ (მაგალითად, სხვას ავნოს, სხვისი ნივთები გადამალოს და ა. შ.)
ბულინგის გამტარებელისათვის (Bully) დამახასიათებელია:
ხშირად ისინი ფიზიკურად ძლიერები არიან, ახასიათებთ ჭარბი ენერგია, მჭევრმეტყველება და საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა. შეუძლიათ სხვებზე ზეგავლენის მოხდენა, „უფროსობის” და სხვების დაქვემდებარების ძლიერი მოთხოვნილება აქვთ, გამომწვევად და აგრესიულად იქცევიან უფროსებთან. ახასიათებთ საჩვენებელი პოპულარობა, ძალაუფლების, მბრძანებლობის დიდი სურვილი.
ბულინგის გამტარებლის ძალადობრივი ქცევის მიღმა შესაძლოა სერიოზული ემოციური პრობლემები იდგეს, რომელთა გადაფარვასაც ის სწორედ „ძალის“ დემონსტრირებით ცდილობს. ზოგჯერ მას სურს ამ ქცევით:
- ყურადღება მიიქციოს;
- დაბალი თვითშეფასება შენიღბოს;
- არ შეუძლია მეგობრობა, არ აქვს შესაბამისი სოციალური უნარები – მაგალითად, თანაგრძნობის უნარი;
- არა აქვს საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის განცდა;
- აქვს მაღალი შფოთვა და დაძაბულობა;
- იმპულსურები არიან და ადვილად ბრაზდებიან;
- კონფლიქტების გადაჭრის უნარის დეფიციტი აქვს;
- ზედმეტად დამოკიდებულია თანატოლებზე, აქვს მათი მიბაძვისკენ სწრაფვა;
- მას აქვს შიში იმისა, რომ თვითონ არ დაამცირონ;
- ზოგჯერ ის, უბრალოდ, მოწყენილია.
როგორც კვლევები და პრაქტიკოსთა გამოცდილება აჩვენებს, ბულინგის გამტარებლები ხშირად ხდებიან ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ოჯახებში, სადაც დომინირებს აღზრდის ავტორიტარული სტილი – ბავშვი, რომელიც დაშინებულია სახლში, ცდილობს დათრგუნული რისხვა და შიში მასზე სუსტ თანატოლებზე “ამოანთხიოს”; ასევე, ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ემოციური სითბოსა და მხარდაჭერის ნაკლებობის პირობებში.
პრობლემის გადაჭრა
ბულინგის პრობლემის გადაჭრა იწყება ამ მოვლენის არა როგორც „ნორმალურად” აღქმით, არამედ მისი, როგორც ძალადობრივი ქმედების აღიარებით. სხვა დამოკიდებულების შემთხვევაში ჩვენ ვერ შევძლებთ ბულინგის გამტარებლისა და მსხვერპლის დახმარებას და პირიქით, შესაძლოა შეუქცევადი პროცესების განვითარებას შევუწყოთ ხელი. რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ თანატოლთა შორის ძალადობის შემთხვევების შესასწავლად და შესამცირებლად?
ნაბიჯი პირველი:
დავიწყოთ ბულინგის შემსწრის (bystander -ის) გაძლიერებით. რადგან ბულინგის შემთხვევები ხშირად ხდება სხვების თანდასწრებით, ძალიან მნიშვნელოვანია წავახალისოთ უფროსები, მათ შორის მშობლები, ხელი შეუწყონ საკუთარ შვილებში ძალადობის შემთხვევებისადმი შეურიგებელი დამოკიდებულების, პასუხისმგებლიანი ქცევის ჩამოყალიბებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ უნდა გააკეთონ შეტყობინება ბულინგის შემთხვევების აღმოჩენისას და არ უნდა იქცნენ ბულინგის გამტარებლის თუნდაც პასიურ მხარდამჭერებად. ძალიან მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ტრიადაში ბულინგის გამტარებელი – მსხვერპლი – ბულინგის შემსწრე, ამ უკანასკნელს მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი აქვს, როგორც ძალადობის შემთხვევების პრევენციისათვის, ასევე მართვისათვის.
როგორც კვლევები აჩვენებს, ბულინგის ისეთი ფორმები, რომლებიც მსხვერპლის დამცირებას და აბუჩად აგდებას იწვევს, გაცილებით ღრმა ემოციურ კვალს ტოვებს ადამიანზე, ვიდრე თუნდაც ფიზიკური ჩაგვრა. ასეთი ძალადობის შემთხვევებისაგან მოსწავლეთა დაცვა სრულიად შესაძლებელია, თუ ბულინგის გამტარებლის დამამცირებელი ქმედებისას (მაგალითად, მეტსახელით მიმართვა, ნივთის დამალვა, საჯარო იგნორირება და სხვა) ე. წ. შემსწრეები არ გახდებიან მოვლენის პასიური ან აქტიური მხარდამჭერები (მაგალითად, თუ ბულინგის შემსწრეც იცინის, ან იგნორირებას უკეთებს მსხვერპლს, უყურებს „სანახაობას“, როგორ ეძებს გადამალულ ნივთს მსხვერპლი და ა. შ.) შემსწრეთა მხარდაჭერის გარეშე კი, ბულინგის გამტარებლის ქცევა აზრს მოკლებული ხდება და მსხვერპლიც უფრო დაცულად გრძნობს თავს.
ბევრ ვროპულ და ამერიკულ ანტიბულინგურ პროგრამაში მნიშვნელოვანი დატვირთვა მოდის შემსწრეთა კლუბებზე, სადაც მოსწავლეები ერთიანდებიან ბულინგის წინააღმდეგ, აწყობენ სხვა და სხვა ანტიბულინგურ აქტივობებს.
არსებობს შემსწრეთთა მოქმედების ამდაგვარი ალგორითმი, რომელიც შემდეგი აკრონიმის სახითაა შემოთავაზებული :
- თქვი!
- იფიქრე, ვიდრე იმოქმედებ!
- ცხადად გამოხატე, რას განიცდი!
- გაეცალე სიტუაციას!
- შეწყვიტე სიცილი (იგულისხმება დაცინვა) და გამოიყენე იუმორი სიტუაციის განმუხტვისათვის!
- დატოვე ბულინგის გამტარებელი ყურადღების გარეშე!
- უთხარი ამის შესახებ შენთვის სანდო უფროს ადამიანს!
როგორც ვხედავთ, შემსწრეთა მოქმედების ალგორითმში წამყვანია ბულინგის გამტარებლის ქცევის იგნორირება და მოზრდილი ადამიანის ინფორმირება მომხდარის შესახებ (ეს შეიძლება იყოს მასწავლებელი, უფროსკლასელი, მშობელი). ცხადია, იგულისხმება, რომ შეტყობინების მიღების შემთხვევაში მოზრდილი ადამიანის რეაქციაც უნდა იყოს ადეკვატური- თუ მასწავლებელი ან მშობელი ფიქრობს, რომ „ბავშვები არიან, იჩხუბებენ და მორიგდებიან“ და მიღებულ ინფორმაცია აღიქმება არა პრობლემად, არამედ „ბავშვურ სიცელქედ“, ცხადია, ბულინგის შემთხვევა დარჩება რეაგირების გარეშე.
ნაბიჯი მეორე
შეტყობინების მიღების შემდეგ უნდა მოხდეს ინფორმაციის შეგროვება:
— თავად მსხვერპლისგან;
— ბულინგის შემსწრეებისგან
მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე კი პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს:
— ბულინგის რეალურობა;
— განხორციელების პირობები (ადგილი, დრო);
— ხანგრძლივობა;
— ძირითადი გამოვლინებები;
— ფორმა (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, შერეული);
— ინტენსივობა;
— მიზანი;
— მონაწილეთა რაოდენობა;
ნაბიჯი მესამე
შემთხვევის შესწავლის შემდეგ მნიშვნელოვანია გაირკვეს მონაწილეთა როლები, კერძოდ::
1. ბულინგის გამტარებელი – ადამიანი, რომელიც დევნის და აშინებს მსხვერპლს;
2. მსხვერპლი– ადამიანი, რომელზეც მიმართულია აგრესია;
3. ბულინგის შემსწრე (დამცველი) – ადამიანი, რომელიც მსხვერპლის მხარეზეა და ცდილობს აგრესიისგან მის დაცვას;
4. ბულინგის შემსწრე (მომხრე) – ადამიანი, რომელიც აგრესორის მხარეზეა, უშუალოდ არ მონაწილეობს ბულინგში, მაგრამ არც წინააღმდეგობას უწევს;
5. ბულინგის შემსწრე ( დამკვირვებელი) – ადამიანი, რომელმაც იცის აგრესიული ზემოქმედების დეტალების, დამცირებების შესახებ, მაგრამ ნეიტრალიტეტს იცავს.
ნაბიჯი მეოთხე
ჩატარებული ანალიზის შედეგად მნიშვნელოვანია გაირკვეს შემდეგი:
- ბულინგის თითოეული მონაწილის მოტივაცია;
- რა პირობებში არ ხორციელდება ბულინგი;
- მოვლენები, რომლებიც დროში ემთხვევა ბულინგს, რადგანაც ზოგიერთი მათგანი შეიძლება მისი წინაპირობა ან შედეგი იყოს;
- სიტუაციის კონცეფცია, რომელიც ბულინგის ყველა მონაწილეს გააჩნია;
- მომხდარის მთლიანი დინამიკა.
ბულინგის შემთხვევის იდენტიფიკაცია, პროცესში ჩართული პირების როლების დადგენა და სიტუაციის სწორი ანალიზი ბულინგის პრევენციის საუკეთესო შესაძლებლობაა. ასევე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თანატოლთა შორის ჩაგვრის შემთხვევების მართვისათვის გადამწყვეტი როლი ენიჭებათ ბულინგის შემსწრეებს, რომელთა მომზადება ხდება სპეციალური ანტიბულინგური პროგრამების გამოყენებით, სადაც მთავრი აქცენტია დასმული მოსწავლეებში ფასეულობათა ისეთი სისტემის ჩამოყალიბებაზე და იმ სოციალური უნარების განვითარებაზე, რომლებიც პოზიტიური ახალგაზრდული კულტურის დამკვიდრებას ემსახურება, სადაც წახალისებულია არაძალადობრივი კომუნიკაცია, ასერტულობა და მაღალი სამოქალაქო შეგნება.
სახელმძღვანელო, რომლის ნაწილიც ნეტგაზეთმა გამოაქვეყნა, შექმნილია “ბულინგის დაძლევაზე მიმართული სასკოლო საპილიტე პროგრამის” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს მხარდაჭერით