ახალი ამბები

ბატონი ბიძინა ძალიან ალალია, გულწრფელი პიროვნებაა ურთიერთობებში – ქუცნაშვილი

27 თებერვალი, 2019 • 1307
ბატონი ბიძინა ძალიან ალალია, გულწრფელი პიროვნებაა ურთიერთობებში – ქუცნაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, ცუდია, რომ პარტიას ტოვებენ, თუმცა ეს გარდაუვალი პროც,ესია. მისივე თქმით, როცა გუნდის შიგნით არსებული აზრთა სხვადასხვაობა პიროვნულ დაპირისპირებაში გადადის, ამ შემთხვევაში ჯობია ამ ადამიანებმა უმრავლესობა დატოვონ.

“ბოლო შეხვედრაზე “ქართული ოცნების” წევრებს ბატონმა ბიძინამ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა. მათ უთხრა: გნებავთ- დარჩით, გნებავთ- წაბრძანდით. ბატონი ბიძინას მხრიდან გარიცხვაზეც იყო საუბარი. მან თქვა, რომ თუ ვინმეს სურდა დაჩაგრულის იმიჯი შეექმნა საზოგადოებაში, თქვით და გაგრიცხავთო. გარიცხავაზე საუბარით შეიძლება ბიძინა ივანიშვილს უნდა მათთვის ეჩვენებინა მაქსიმალური თავისუფლება, მაგრამ როცა ამ გზებზე საუბრობდა, ბატონი ბიძინა ამბობდა, რომ ჩემთვის ძვირფასი ხართ ყველანი და მე მირჩევნია დარჩეთ და გააგრძელოთ მუშაობაო,”-აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მტკიცებით, “ქართული ოცნების” შიგნით დაპირისპირება მხოლოდ სასამართლოს არ უკავშირდება და მიზეზი უფრო “ღრმა” იყო.

“ბატონ ბიძინას კალთები არავისთვის არ ჩამოუხევია, ეს შემიძლია თამამად ვთქვა. მან არჩევანის გაკეთების საშუალება ყველას მისცა. გამოვრიცხავ, რომ ბატონ ბიძინას ვინმესთვის ეთქვას ყურში, მოდი, შენ წადი და მე მოგეხმარები. ასეთი რამ გამორციხულია. ბატონი ბიძინა ძალიან ალალია… გულწრფელი პირობნებაა ურთიერთობებში,”-უთხრა ქუცნაშვილმა “ტვ პირველს”.

საპარლამენტო უმრავლესობა ამ დროისთვის ოფიციალურად დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა და ზვიად კვაჭანტირაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი