ახალი ამბები

საქართველოს საელჩო რომში, სააკაშვილის ღონიძიების პარალელურად, ლექციას მართავს

26 თებერვალი, 2019 • 1855
საქართველოს საელჩო რომში, სააკაშვილის ღონიძიების პარალელურად, ლექციას მართავს

3 მარტს საქართველოს საელჩო იტალიიის დედაქალაქ რომში, მიხეილ სააკაშვილის ღონისძიების პარალელურად, ანტიკურ რომზე საჯარო შეხვედრა-ლექციას მართავს.

“გაცნობებთ, რომ კულტურული ასოციაციის, “რომის ქართული დიასპორის” ინიციატივით, კვირას, 3 მარტს, 13.30-ზე შედგება შეხვედრა-ლექცია ისტორიკოს ანზორ დიხამინჯიასთან, რომელიც წაიკითხავს ლექციას თემაზე ანტიკური რომი”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, რომელიც ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე გავრცელდა.

პარალელურად, ამავე დღეს რომში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მართავს “საქართველოს მომავლის ფორუმს”, რაც გულისხმობს შეხვედრას ევროპაში მყოფ ქართველებთან. ასეთი შეხვედრა უკვე გაიმართა ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც ერთმანეთს სააკაშვილის მომხრეები და მოწინააღმდეგეები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

“საქართველოს საელჩოს არ ეუხერხულება არანაირად, რომ ივანიშვილის მითითებით,ზუსტად დაამთხვია ღონისძიება ჩვენს “საქართველოს მომავლის” ფორუმს რომში?” – ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საელჩოს რომში დაგეგმილ შეხვედრა-ლექციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი