ახალი ამბები

შვილზე სისტემატური ძალადობისთვის დედას 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

26 თებერვალი, 2019 •
შვილზე სისტემატური ძალადობისთვის დედას 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი სისტემატური ძალადობისთვის დედას თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2016 წლის აგვისტოდან 2018 წლის 10 მაისის ჩათვლით, ქ.თბილისში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქალი სისტემატურად ძალადობდა არასრულწლოვან შვილზე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სცემდა მას.

სამართალდამცველებმა ის 2018 წლის 10 მაისს დააკავეს. ქალს ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ  სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური  ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ  სისტემატური შეურაცხყოფა,  რამაც გამოიწვია ტანჯვა ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

უწყება წერს, რომ სასამართლომ გაიაზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი სისტემატური ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი