ახალი ამბები

მთავრობა აპირებს, ფერმერების ტექნიკური მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაამტკიცოს

26 თებერვალი, 2019 • 1239
მთავრობა აპირებს, ფერმერების ტექნიკური მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაამტკიცოს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მთავრობა აპირებს ახალი პროგრამის დამტკიცებას სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების დასახმარებლად.

“გასული წელი იყო გამორჩეული… სოფლის მეურნეობის პროდუქციის თითქმის 1 მილიარდი დოლარის ექსპორტი განვახორციელეთ. ეს ნიშნავს, რომ გვაქვს პოზიტიური დინამიკა სოფლის მეურნეობაში, თუმცა არ გახლავთ საკმარისი. ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, შესაბამისად, ვაპირებთ გავზარდოთ მხარდამჭერი პროგრამები”, – განაცხადა ბახტაძემ.

ბახტაძის თანახმად, სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის სექტორში ძირითადი საშუალებების და ტექტნიკის “მნიშვნელოვანი დეფიციტი” აქვს. “შესაბამისად, შევიმუშავეთ ახალი პროგრამა, რომლს მიზანია, რომ ხელმისაწვდომობა გავზარდოთ, რომ ფერმერებმა თანადაფინანსებით შეძლონ სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი ტექნიკის შესყიდვა”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 4 მლნ ლარი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი