ახალი ამბები

“კარფურის” ხაჭო რძის გარდა სხვა ცხიმების ნარევსაც შეიცავს – Momxmarebeli.ge

25 თებერვალი, 2019 •
“კარფურის” ხაჭო რძის გარდა სხვა ცხიმების ნარევსაც შეიცავს – Momxmarebeli.ge

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პორტალის, Momxmarebeli.ge-ს განცხადებით, მომხმარებლის განცხადების საფუძველზე თბილისში, სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” მდებარე “კარფურში” შეძენილი ხაჭო გამოიკვლიეს.

პორტალის ცნობით,  2019 წლის 10 თებერვალს მომხმარებელმა აცნობა, რომ თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ მდებარე მაღაზია „კარფურში“ შეძენილ ხაჭოს და ნადუღს არ ჰქონდა ამ პროდუქტებისათვის დამახასიათებელი გემო და კონსისტენცია.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2019 წლის 15 თებერვალს მაღაზია „კარფურში” (დადიანის ქ. 7) Momxmarebeli.ge-მ შეიძინა მითითებული ერთ-ერთი პროდუქტი – ასაწონი ხაჭო 4% და ლაბორატორიაში რძის ცხიმის სისუფთავის განსასაზღვრად ჩააბარეს.

Momxmarebeli.ge-ს განცხადებით, ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით: „პროდუქტი რძის ცხიმის გარდა შეიცავს სხვა ცხიმების ნარევს, მათ შორის მცენარეულ ცხიმს“.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები პორტალმა სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მაღაზიას გადაუგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი