რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში ფემინისტთა ჯგუფმა სამხედრო კომისარიატის წინ აქცია/პერფორმანსი გამართა. ქალებს ხელებში ბავშვივით გახვეული ხორცის ფარში ეკავათ, რითაც, როგორც აქტივისტები განმარტავენ, აპროტესტებენ ახალგაზრდების ჯარში გაწვევის პოლიტიკას.
როგორც რუსი აქტივისტი ლედა გარინა ფეისბუკზე წერს, 6 უცნობი ფემინისტი კომისარიატის წინ 23 თებერვალს გამოჩნდა. მათ ხელებში ჯერ არდაბადებული “ბავშვები” ეკავათ, რომლებიც თეთრეულსა და გეორგიევსკის ლენტებში იყვნენ გახვეულნი.
ამ დღეს რუსეთში “მამულის დამცველის” დღეს აღნიშნავენ. ეს დღესასწაული “საბჭოთა არმიელის” აღნიშვნის ტრადიციას ეფუძნება. მას ასევე “კაცების დღედ” მოიხსენიებენ.
“ქალებს მოუწოდებენ , გააჩინონ შვილები და აკრძალონ აბორტები. მაგრამ რა მოსდით შემდეგ ჩვენს შვილებს? ისინი რუსი მილიტარიზმის საზარბაზნე ხორცებად და რუსეთის მიერ დაწყებულ ომებში გარდაცვლილ ცხედრებად იქცევიან. ქალებს აიძულებენ, რომ გააჩინონ ხორცები, რომლებსაც შემდგომ ხელისუფლება დიდი სიამოვნებით ჭამს.
დღეს უარს ვუცხადებთ ქალებზე ზეწოლას! არა – იმ კაცებზე ძალადობას, რომლებსაც არ უნდათ ჯარში მსახურობა. არა – ომს,” – წერს აქტივისტი ლედა გარინა პერფორმანსში მონაწილე ფემინისტებზე დარყდნობით.
გარეკანი ფოტო: Dave Frenkel
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2194319797291096&id=100001392901051