ფემინისტი, ქალთა უფლებადამცველი, ორგანიზაცია “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
“ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშით ძალადობის ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის, ადვოკატი, ორგანიზაცია “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონო ბაბუცა პატარაია დაჯილდოვდეს ღირსების მედლით”, – ასე წარადგინეს პატარაია დაჯილდოებაზე.
თავად ბაია პატარაია ღონისძიებას არ ესწრებოდა, ამიტომ ჯილდო მის დედას, ნელი ქევანიშვილს გადაეცა. მოგვიანებით პატარაიამ სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და მის თანამებრძოლებს.