ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი დიაგნოზი ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ მიხეილ რამიშვილი ფეისბუკზე წერს.
“როგორც შემატყობინეს, დეკანოზი გიორგი მამალაძე გადაჰყავთ სასჯელაღსრულების 18-ე დაწესებულებაში, ანუ ციხის საავადმყოფოში “რეზბალნიცაზე”.
სრულყოფილი დიაგნოზი ჯერ არ გააჩნიათ. ექიმები ვერ ადგენენ დიაგნოზს, არ არის ჯერ ექსპერტიზის დასკვნა. პირადი ექიმის განცხადებით, დეკანოზის საპატიმროში ყოფნა დაუშვებელია, რადგანაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მას ეს ყველაფერი მოუწყვეს და ეხლა მიჰყავთ ისევ საპატიმროში. სამედიცინო კლინიკებში ვერ დაადგინეს ბოლომდე დიაგნოზი და ახლა ციხის საავადმყოფოში რა უნდა დაადგინონ? დეკანოზი გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ხალხო, გადავარჩინოთ მამა გიორგის სიცოცხლე”, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა პენინტენციურ სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ განცხადებას ცოტა ხანში გაავრცელებენ.