ახალი ამბები

დავით კოდუა: ვერ ვხსნი, რატომ გამიმეტა ნამორაძემ მოსაკლავად

13 აგვისტო, 2014 • • 10268
დავით კოდუა: ვერ ვხსნი, რატომ გამიმეტა ნამორაძემ მოსაკლავად

დავით კოდუამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ მას სამი ადამიანი დაესხა თავს. 

 

“ტელეფონმა დამირეკა, როგორც ყვება ჩემი ძიძა. ტელეფონზე ლაპარაკის დროს გავსულვარ გარეთ და მერე არაფერი არ მახსოვს. როგორ მივედი, ისიც არ მახსოვს. ძიძა ამბობს, რომ ტელეფონზე ვლაპარაკობდი, მეცა სამი პირი, გამთიშეს და დაბლა რომ ვეგდე, ფეხებს თავში მირტყამდნენ. როგორც ყვებიან, უკან რაღაც დამადეს და იმან გამთიშა. დამწვარი მქონდა ზურგი, შეიძლება ელექტროშოკი არ იყო, მაგრამ იყო სხვა საგანი, არ ვიცი. ექსპერტის დასკვნაში ეწერა, რომ ნაკლებად მძიმე დაზიანებები მქონდა.მაგ დასკვნას გავეცნობი. არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებმაც მისცეს გამოძიებას დასკვნა და იმასაც გავეცნობი”- გაანცხადა დავით კოდუამ. 


დავით კოდუას განცხადებით, ნოშრევან ნამორაძესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა 2007 წლის შემდეგ მისი ბიზნესპარტნიორი აღარ იყო: 

“2007 წლამდე დავშორდით. ბიზნესშიც ჩვენი წილები გავყიდეთ, ყველანაირი ურთიერთობა მოვრჩით მასთან. დაპირისპირება არ მქონია ნოშრევან ნამორაძესთან. ერთხელ შემხვდა, ვიდრე ეს ამბავი შემემთხვეოდა, მიყვებოდა, დაჭერილი რომ იყო. ვკითხე, ჩემთან რაიმე პრეტენზია ჰქონდა თუ არა, და – არაო. ვერ ავხსნი ვერანაირად, რატომ გამიმეტა მოსაკლავად”.  

 

ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა აბაშიძის ქუჩაზე 3 მაისს სცემეს. იგი სილამაზის სალონში 4 წლის შვილთან და ძიძასთან ერთად იმყოფებოდა. მას სახის არეში მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. საქმის მასალების მიხედვით, კოდუას ნოშრევან ნამორაძე შურისძიების მოტივით გაუსწორდა. 

დავით კოდუა
დავით კოდუა

მასალების გადაბეჭდვის წესი