პირველი არხის მთავარ მუსიკალურ პროდიუსერად კომპოზიტორი დავით ევგენიძე დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიის ვებ-გვერდი ავრცელებს.
როგორც ევგენიძემ პირველ არხს განუცხადა, მისი, როგორც მთავარი მუსიკალური პროდიუსერის ამოცანა იქნება, არხზე ქართულ მუსიკას მეტი დრო დაეთმოს.
ჩემი აზრით, დღეს საქართველოს სატელევიზიო სივრცეში ქართული მუსიკის მიმართ პატივისცემა ნაკლებია, არ აქვს ისეთი დაფასება, როგორსაც იმსახურებს. ჩემი მოვალეობა, როგორც პირველი არხის მთავარი მუსიკალური პროდიუსერის, იქნება, მეტი დრო დაეთმოს ქართულ მუსიკას, არ დაიკარგოს ძველი, რაც უკვე შედგა და რაც გენიალურია. ვეცდები, ვიყო ხიდი ძველ თაობასა და ახალ თაობას შორის”, – განაცხადა დავით ევგენიძემ.
ამასთან, როგორც ევგენიძე ამბობს, პირველ არხზე მუსიკალური ჟანრების მრავალფეროვნება იქნება, დაწყებული ელექტრონული მუსიკით, კლასიკურით დასრულებული:
ჩვენ ვიხელმძღვანელებთ უმაღლესი ხარისხითა და გემოვნებით. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს 21-ე საუკუნეა, გზავნილის მიტანა აჩქარებულია, ამიტომ გადაცემები უნდა იყოს დინამიური, ინფორმაციითა და შინაარსით სავსე. ჩემი მიზანია, შევინარჩუნოთ ძველი და აღმოვაჩინოთ ახალი ტალანტები.”
ქავერის ფოტო: მარინა აბულაძე