ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსურმა მხარემ გამშვები პუნქტი დროებით გახსნა

20 თებერვალი, 2019 •
ოსურმა მხარემ გამშვები პუნქტი დროებით გახსნა

ახალგორიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელი გამშვები პუქნტი  დღეს, 20 თებერვალს სამი დღით, ცალმხრივად გაიხსნა.

შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც გამშვები პუნქტის დაკეტვის შემდეგ ახალგორიდან ვეღარ გამოდიოდნენ, მათ შორის მკურნალობის მიზნით, შესაძლებლობა აქვთ ცხინვალის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია დატოვონ.

ცხინვალმა 2019 წლის 11 იანვარს, ქართული მხრიდან გრიპის H1N1 ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზეზით, კარანტინი გამოაცხადა და გამშვები პუნქტი ჩაკეტა.

კარანტინის გამოცხადების შემდეგ ქართული მხარე შეშფოთებას გამოხატავდა და მოუწოდებდა დე ფაქტო ხელმძღვანელობას, ადამიანებისთვის თავისუფალი გადაადგილების საშუალება მიეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი