ახალი ამბები

გამოძიების დაწყება აზიანებს ანაკლიის პორტის მშენებლობას – მამუკა ხაზარაძე

18 თებერვალი, 2019 • 990
გამოძიების დაწყება აზიანებს ანაკლიის პორტის მშენებლობას – მამუკა ხაზარაძე

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმმჯდომარე მამუკა ხაზარაძის თქმით, სახლემწიფო, ერთი მხრივ, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის მშენებლობას, თუმცა გამოძიების დაწყების პროცესით აზიანებს მას. ხაზარაძის მტკიცებით, ხუთი წლის წინ დაიწყეს მოლაპარაკება რამდენიმე საფინანსო ინსიტიტებთან ანაკლიის პორტის დაფინანსების საკითხზე.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ცოტა ხნის წინ ამ პროექტის დეტალური შესწავლა დაასრულეს. ამის შემდეგ ამ  ინსტიტუტების მხრიდან ე.წ ფინანსური დახურვის პროცედურა უნდა განხორციელდეს.

“ეს დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ და იმ ინფორმაციის გაჟონვებმა, რომელიც გუგლსა და უამრავ საერთაშორისო პრესაში მოხვდა, რომ თითქოს მე და ბადრის რამე კავშირი გვაქვს დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს იმ ხელშეკრულების გაფორმებას, რაზეც ვისაუბრე. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი საფინანსო ინსტიტუტი მოაწერს ხელს ერთ-ერთ მთავარ ინვესტორთან და კომპანიის თავმჯდომარესთან, რომელთანაც პარალალელურად მიმდინარეობს “არარსებული საქმე”. ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. ამავე დრო [ანაკლიის პორტთან] დაკავშირებით სახელმწიფო მხარში გვიდგას. ეს მომენტი ცოტა მაშფოთებს, რადგან, ერთი მხრივ, ამ პროექტთან დაკავშირებით შეფერხება არ გაქვს, მეორე მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს საჯარო განცხადებას იმ დროს, როცა გამოძიება დასრულებული არ არის,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ჟურნალისტმა მუმუკა ხაზარაძეს ჰკითხა, უკავშირდება თუ არა. გამოძიების პროცესი ანაკლიის პორტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი